არაადეკვატურები - აგონიაში მყოფი რუსული ფეხბურთი იხტიბარს არ იტეხს

AutoSharing Option
რუსული ფეხბურთი სრულ იზოლაციაში მოექცა, ნაკრებებსა და გუნდებს საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა აუკრძალეს, კლუბების პატრონებზე სანქციები გავრცელდა და მაინც არ იტეხენ იხტიბარს. ვერ გეტყვით, მთლად არაადეკვატურები არიან თუ უბრალოდ უნდათ შექმნან შთაბეჭდილება, თითქოს არაფერი ხდება.

მათი პრემიერლიგის კლუბები გაკოტრების წინაშე არიან. გუნდები ლეგიონერებმა დატოვეს და მაინც სერიოზულად მსჯელობენ ლიგის გაფართოებაზე. სანაკრებო შეკრებაც გამოაცხადეს და რადგან მათთან არავინ ითამაშებს, პირველი და ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი დაგეგმეს.

ამას გარდა, გაგიკვირდებათ და, ევროპის 2028 ან 2032 წლის ჩემპიონატის ჩატარებაზე განაცხადიც კი შეიტანეს.

ცნობილმა ჟურნალისტმა ვასილი
უტკინმა ამასთან დაკავშირებით ირონიული კომენტარი გააკეთა: "საერთოდ, რა თქმა უნდა, ეს შესანიშნავი სიახლეა - ის, რომ რუსეთის ფეხბურთის კავშირმა ევროს გამართვაზე განაცხადი შეიტანა. არ ვიცი, ეს ვის შემატებს ოპტიმიზმს, მაგრამ ეს ხომ ფილიგრანული სვლაა, win-win-ის სიტუაცია: ან მოგვცემენ, ან გავიცინებთ", - დაწერა უტკინმა თავის ტელეგრამ-არხზე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
2028 წელს რუსეთი სტულიად დანაწევრებული იქნება სხვადასხვა სახელმწიფოებად, სულ სხვა თემაა.
გიორგი
00:48 24-03-2022
2
იმედი დავიტოვოთ რო პუტინს 2028 ამდე მიუჩენენ ადგილს
ნოდო
00:37 24-03-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული