ყოფილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა სერხიო აგუერომ აღიარა, რომ კარიერის განახლება შეუძლია.
33 წლის სამხრეთამერიკელმა სპორტსმენმა 2021 წლის დეკემბერში გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო სპორტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
"ფიფა ისე მექცევა, როგორც ლეგენდას, თუმცა გუშინ ვფიქრობდი, რომ მოედანზე დაბრუნება ჯერ კიდევ შემიძლია. ექიმებმა მითხრეს, რომ 5-6 თვეში მსუბუქი ვარჯიშის შესაძლებლობა მექნება, თუმცა მე დღევანდელი დღიდან მინდა დავუბრუნდე იმას, რაც ძალიან მიყვარს. მაიამის "ინტერიდან" უკვე დამიკავშირდნენ, თუმცა უარით გავისტუმრე" - განაცხადა სერხიომ.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით