"ოქროს ბურთის" მფლობელი უკრაინელი რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვის

AutoSharing Option
უკრაინული საზოგადოება რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.

ლეგენდარული უკრაინელი ფეხბურთელი, კიევის "დინამოს" ყოფილი თავდამსხმელი, "ოქროს ბურთის" 1986 წლის მფლობელი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი (1988) იგორ ბელანოვი სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგა.

61 წლის ბელანოვმა ხელში ავტომატი აიღო და სანგრებში თანამებრძოლებთან ერთად იმყოფება. ეს სურათი დღეს უკრაინულ მედიაში გავრცელდა.

Sportall.Ge

"ლეგენდარული ბელანოვი, სსრკ-ის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ახლა უკრაინის დასაცავად იბრძვის, რადგან არ უნდა განმეორდეს იმპერიის საშინელებანი", - წერს ერთ-ერთი უკრაინული ტელეგრამ-არხი.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აგრეთვე კიევის "დინამოს" ყოფილი ნახევარმცველი ვლადიმირ ბესონოვი და ტირასპოლის "შერიფის" მწვრთნელი
იური ვერნიდუბი იბრძვიან.

მკითხველის კომენტარები / 4 /
სამაგალითო ხალხი ყიფილან უკრაინელები. 61 წლისა არ დაემალნენ ოკუპანტს და პირველ ხაზე ავტომატებით იცავენ თავის სამშობლოს. სავალდებულო ხომ 18-60 მდეა. ბესონოვი როგორც მახსოვს ბელანოვზე უფროსია წლოვანებით. რამდენი ლეგენდა სპორტსმენები იცავენ სამშობლოს. გამარჯვება უკრაინელ გმირ ხალხს.
G.LA
11:30 07-04-2022
0
გამარჯვება ღირსეულ ადამიანებს!
კახაბერი
09:37 07-04-2022
2

სიახლეები პოპულარული