უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ვლადისლავმა დედასთან და უმცროს დასთან ერთად ლვოვი დატოვა და ბებიასთან წავიდა, რომელიც რამდენიმე წელია რომში ცხოვრობს. ბიჭს უყვარს ფეხბურთი, მეკარის პოზიციაზე თამაშობს, იტალიაში ჩასვლის შემდეგ კი "სან პაოლო ოსტიენსეს" საფეხბურთო სკოლის რიგებს შეუერთდა.
"პარმას" ვებგვერდის ცნობით, ბოლო ინტერვიუში ვლადმა აღნიშნა, რომ მისი კერპი ლეგენდარული იტალიელი მეკარე, მსოფლიო ჩემპიონი ჯანლუიჯი ბუფონია. "პარმას" კაპიტანმა სტატია წაიკითხა და
როცა ვლადმა მისკენ მიმავალი ბუფონი დაინახა, თავიდან არც კი იცოდა, რა ეთქვა. როცა მას ჩაეხუტა, სიხარულისგან კინაღამ გაგიჟდა და ცრემლები წამოუვიდა.
თავად ბუფონი ბიჭთან შეხვედრას ემოციურად გამოეხმაურა, ახალგაზრდა გულშემატკივარს ავტოგრაფიანი მაისური გადასცა და მრავალი ერთობლივი ფოტო შესთავაზა.
უკრაინის მოვლენების კვალდაკვალ - "არ შეიძლება არანორმალურ საზოგადოებაში ნორმალური სპორტი იყოს"
"რუსეთში მშვიდობაზე საუბარი სარისკოა" - რუსი სპორტსმენის კომენტარი
"რუსეთში მძ**ერშიც მშვენივრად ვცხოვრობთ" - ჰაიკინს რუსებმა უპასუხეს