
რუსეთში უცხოეთის ჩემპიონატების და მათ შორის ნიდერლანდების პირველობების მატჩებს დიდი ბრიტანეთის სანქციების გამო ვერ აჩვენებენ, რადგან სატელევიზიო უფლებებს ინგლისური კომპანია ფლობს. Матч ТВ-ს ეკრანიდან თამაშების ტელერეპორტაჟების "გაქრობის" შესახებ კომენტარი "სპარტაკის" მფლობელის, ლეონიდ ფედუნის და კლუბის ფაქტიური მმართველის მეუღლემ, ზარიმა სელიხოვამ გააკეთა:
"ძალიან სამწუხაროა, რომ მეტად ვეღარ ვუყურებთ, როგორ თამაშობს ჩვენი ფეხბურთელი გუს ტილი (ფეიენოორდში იჯარითაა გაშვებული) ჰოლანდიაში.
თუმცა, დარწმუნებულნი ვართ, რომ თინა გივიევნა (კანდელაკი) სანაცვლოდ რაღაცას მოიფიქრებს: გვაჩვენებს "ბოევიკს", ბასკოვის კონცერტს ან ბოლივიის ჩემპიონატს".