კედამ უკრაინის ქალაქ მარიუპოლში სამი კვირა გაატარა, როცა მას რუსული ძალები მომბავდნენ. ახლა კი ბიჭი ბოლო წუთას მოედანზე შევიდა, სადაც დონეცკის "შახტარი" საქველმოქმედო ამხანაგურ მატჩში პოლონურ "ლეხიას" ეთამაშებოდა.
დმიტრომ "შახტარის" რიგებში შესვლის შემდეგ თანაგუნდელებთან რამდენიმე პასი გაცვალა, ბურთი კარში გაგზავნა და გაიტანა, თავი მაღლა ასწია და მისმა გოლმა უკრაინულ გუნდს 3:2 გაამარჯვებინა.
"პოლსატ პლუს" არენაზე მატჩის წინ უკრაინის ეროვნული ჰიმნი გაჟღერდა, ხოლო ომის მსხვერპლთა ხსოვნას წუთიერი დუმილით
ორივე გუნდის მოთამაშეებს ეცვათ მაისურები წარწერით "შეაჩერე ომი", ხოლო "შახტარის" მაისურებზე ომის შედეგად დაზარალებული უკრაინის ქალაქების სახელები იყო გამოხატული.
მომზადებულია CNN-ის მიხედვით