არსებული ვითარების გამო რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს საშუალება მიეცათ, კლუბებთან კონტრაქტის შეჩერებით ესარგებლათ. "რუბინის" ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ჯერ ეს უფლება გამოიყენა და ბათუმის "დინამოში" ითამაშა, შემდეგ კი ბოლო წლებში მომწიფებული ევროპული ტრანსფერი უფრო მარტივად განხორციელ
2022 წელს მნიშვნელოვანი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წაუგებელი სერიაც იყო. უკვე ფაქტია, რომ "ერთა ლიგა" საჩვენო ტურნირია და აქ თამაში კარგად გამოგვდის. მთავარია, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ახლა მაინც შევაბიჯოთ. მნიშვნელოვანია, რომ მეტოქეებს, რომლებმაც ბოლო წლებში გული არაერთხელ დაგვწყვიტეს (ჩრდ. მაკედონია და ბულგარეთი), შესაბამისი რევანში ავუღეთ...
წლის ბოლოს ასპარეზზე ყველაზე დიდი საფეხბურთო შეჯიბრება, მსოფლიო ჩემპიონატი გამოვიდა. კატარში კარგი ტურნირი ვიხილეთ - ორგანიზებულობაც მაღალ დონეზე იყო და მოთამაშეების ფორმაც მშვენიერი. საბოლოოდ, ყველაფერი თითქოს ძალიან ლოგიკურად დასრულდა - ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონია! გენიალურმა ფეხბურთელმა სანუკვარ მიზანს კარიერის ბოლოს მაინც მიაღწია. მესიმ ერთგვარად დაასრულა ეპოქა, რომელიც შთამბეჭდავია და გარკვეული დროის შემდეგ მას უკეთ გავიაზრებთ...
წლის ბოლოს პრობლემებზე მეტად სურვილებზე საუბრობენ. 2023 წელი კიდევ უფრო სხვა ასპარეზზე უნდა ავიდეს. თუნდაც იმიტომ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სკუდეტოსკენ უნდა გაიწიოს; ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება (თანამასპინძლობა) ისაა, რაც ასე მნიშვნელოვანია და წარმატებისთვისაც ყველაფერი უნდა გავიღოთ; საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება და პოზიტიური მოლოდინები აქაც გვაქვს...
გასულ წელს სათქმელი კიდევ უფრო მეტია, თუმცა 2023-ში დასაწერიც, საყურებელიც და საზეიმოც გაზრდილი უნდა იყოს!..
თქვენ ამას არ ელოდით - რუსები პოლიტიკის რანგში აყვანილ სპორტში მაგრად დასაჯეს!
სიომინი: კვარაცხელია მარადონას არ ჩამოუვარდება
მესი პელესა და მარადონას გვერდით - დიდი მოწყენილობის შიში...