რუსეთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრემიერი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) პრეზიდენტად აირჩიეს. არკადი დვორკოვიჩმა 157 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა, უკრაინელმა ანდრიი ბარიშპოლეცმა კი - 16.
საინტერესოა, რომ ეს ხდება მაშინ, რაც რუსეთი უკრაინაში ომს აგრძელებს და ამ ქვეყნის (ისევე, როგორც ბელარუსის) მოთამაშეები FIDE-ს შეჯიბრებაში ვერ მონაწილეობენ.
დვორკოვიჩი ამ თანამდებობაზე მეორედ აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ მან ომის გამო რუსეთი მკაცრად გააკრიტიკა:
"ჩემი ფიქრები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას უკავშირდება. ომი იმედსა და მისწრაფებებს კლავს და ურთიერთობებს ანგრევს."
"პუტინისთვის გამეტებულ ტყვიას წინ გადავუდგებოდი" - ეკლსტოუნმა რუსეთ-უკრაინის ომზე სკანდალური განცხადებები გააკეთა
"უწმინდური სული აქვს... პუტინი ჩვენს გასახდელში შემოვიდა და..." - უკრაინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი პუტინზე ისტორიას იხსენებს