"რა ვაკეთოთ ორწელიწადნახევარი?" - ჯიქია უფუნქციოდ დარჩენილ რუსულ ფეხბურთზე

AutoSharing Option
"სპარტაკის" კაპიტანი და რუსეთის ნაკრების ერთ-ერთი კაპიტანი გიორგი ჯიქია რუსული ნაკრებებისა და კლუბების საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთის გამო უკმაყოფილოა.

"ზაფხულში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი დაიწყება. თუ მასში მონაწილეობას ვერ მიიღებ, ევრო შენს გარეშე ჩაივლის. რა ვაკეთოთ ორწელიწადნახევარი? სულ ვარჯიში და ერთმანეთს შორის თამაში არ მგონია ვინმეს სურდეს. სიტუაცია საკმაოდ მძიმეა, მაგრამ უნდა მოვითმინოთ და დაველოდოთ.

ჩემთვის ლევანდოვსკის წინააღმდეგ თამაში საინტერესო იქნებოდა. სიმართლე გითხრათ, ძალიან გამაკვირვა პოლონელ ფეხბურთელთა განცხადებამ, რომ ჩვენთან არ ითამაშებდნენ. მე ვთვლი, რომ საკითხის გადაწყვეტამდე, მათ თავიანთი
გამონათქვამებით ცოტა გადააჭარბეს", - განუცხადა ჯიქიამ Больше спорта-ს "იუთუბის" არხს.

მკითხველის კომენტარები / 58 /
ქართული ისწავლე,ქართული,ან არა თქვა ქართველი ვარო და გვარი გადაიკეთე ჯიქიევად,ჯიქიებს არცხენ.
პენსიონერი
10:43 22-09-2022
0
ჯიქია შენ შეხვედი საქართველოს ისტორიაში, როგორც სამშობლოს თანამედროვე მოღალატე! ამიტომ გახსოვდეს, არცერთ მოღალატეს არ დაუსრულებია სიცოცხლე ბედნიერად!
ტარიელ მაღალდაძე
18:39 28-04-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული