"მოგვიპოვეთ მუნდიალის საგზური" - უკრაინელი ჯარისკაცები ნაკრებს მიმართავენ

AutoSharing Option
უკრაინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში გასვლაზე შოტლანდიას 1-ელ ივნისს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში უელსს დაუპირისპირდება.

რუსეთის არმიასთან მებრძოლმა უკრაინელმა ჯარისკაცმა ტიმჩუკმა ეროვნული გუნდის ყოფილ მცველ არტიომ ფედეცკის შეტყობინება გაუგზავნა, რათა მან ნაკრების ფეხბურთელებს გადასცეს.

"გამარჯობა, არტიომ. მე მესაზღვრე ვარ. ჩვენ, სამშობლოს დამცველებს, არაფერი არ გვინდა, არც ფული, არც დიდება, არც მედლები. მიუხედავად ომისა, ხშირად ფეხბურთზე ვლაპარაკობთ. შენთან თხოვნა გვაქვს.

თუ შეგიძლია დაუკავშირდე ნაკრების რომელიმე ფეხბურთელს, გადაეცი, გთხოვ, რომ სწორედ ახლა გვჭირდება მუნდიალის საგზური. სწორედ ახლა, როდესაც მთელი
მსოფლიო ჩენს ქვეყანაზე საუბრობს, საჭიროა საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება.

ამავე დროს გვესმის, როგორ მდგომარეობაშია უკრაინული ფეხბურთი".

მკითხველის კომენტარები / 6 /
უნდა ითამაშოს და აჩუქეთ ახლა საგზური,მასე სად არის?!))ომის დროზე დამთავრებაზე გააკეთეთ აქცენტი,რომ ფარისევლობთ აქ!!!დამთავრდეს ომი,მოემზადონ და მოიპოვონ თავისით!!!მსოფლიიო ჩემპიონატია ბოლო-ბოლო,არტეკის პიონერთა ბანაკი ხომ არა???!!!
არ დაბლოკოთ!
11:46 17-04-2022
7
უკრაინამ აუცილებლად უნდა ითამაშოს მუნდიალზე
welder
17:56 16-04-2022
2

სიახლეები პოპულარული