"გაბურძგნილ, ჩამოწერილ ქართველებს მოვუგეთ, მერე ვიჩხუბეთ" - "სპარტაკის" ექსკაპიტანმა ძველი ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ექსკაპიტანმა იგორ ტიტოვმა "თეთრ-წითლების" 100 წლის იუბილეზე რამდენიმე ისტორია გაიხსენა.

გთავაზობთ ამბავს, რომელშიც ყოფილი ფეხბურთელი ქართველებს ახსენებს:

"ერთხელ "სპარტაკის" მეორე გუნდთან ერთად უკრაინაში წავედი. 14-15 წლისები ვიყავით. ვეთამაშეთ გაბურძგნილ, ჩამოწერილ ქართველებს და 1:0 დავამარცხეთ. ბუნებრივია, წაგების შემდეგ გაღიზიანდნენ და ერთ-ერთ ტრიბუნასთან ხელჩართული დაპირისპირება ატყდა. რატომღაც გავიყავით და სხვადასხვა ადგილზე აღმოვჩნდით. ეს ალბათ ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც "სპარტაკის" სახელის დაცვა საკუთარი მუშტით მიწევდა" - გაიხსენა ტიტოვმა.

შეგახსენებთ, იგორი "თეთრ-წითლების" შემადგენლობაში 1995 წლიდან 2008 წლამდე თამაშობდა, რა პერიოდშიც 324 მატჩი
გამართა და თავი 86 გოლით გამოიჩინა. რაც შეეხება რუსეთის ჩემპიონატს, ტიტოვმა პრემიერლიგა 6-ჯერ მოიგო.

მომზადებულია matchtv-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 106 /
"გაბურძგნილ და ჩამოწერილ ქართველებთან" 1:0 მოგება რა საამაყოა!??... აღწერილობის მიხედვით მინიმუმ 3:0 გვეკუთნოდა წაგება...ეტყობა მწარედ მოხვდა ქართული მუშტები!...
კობა
11:48 13-04-2023
0
გაბურძგნილები ახლაც ბევრი გვყავს სამწუხაროდ((( ხალხმა წვერის გაპარსვა ვერ ისწავლა. არც უხდება უმეტესობის 90%ს. ან თუ არ იპარსავთ მოუარეთ მაინც, მოშვებული რო გაქვთ ეკალივით
თემო
21:07 12-04-2023
1

სიახლეები პოპულარული