"პარი სენ ჟერმენის" არგენტინელი ნახევარმცველი ანხელ დი მარია შესაძლოა პორტუგალიურ "ბენფიკაში" დაბრუნდეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი "არწივებს" უფასოდ შეუერთდება. შეგახსენებთ, გავრცელდა სიახლე, რომ ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდიდან 3 არგენტინელი ფეხბურთელის, ხსენებული ანხელ დი მარიას, მაურო იკარდისა და ლეანდრო პარედესის გუნდიდან გაშვებას გეგმავს.
"ალბისელესტელი" პორტუგალიური გუნდის ღირსებას 2007-10 წლებში იცავდა, რა დროშიც 135 შეხვედრა ჩაატარა და თავი 30 გოლით გამოიჩინა. რაც შეეხება "პარი სენ ჟერმენში" სტატისტიკურ მონაგარს, ფეხბურთელი პარიზულ გუნდში 2015 წლიდან გამოდის, რა პერიოდშიც 289
მატჩი ჩაატარა და 90 გოლი გაიტანა.
მომზადებულია Sport-ის მიხედვით