დი მარია "ბენფიკაში"? არგენტინელი შესაძლოა ყოფილ გუნდში დაბრუნდეს

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" არგენტინელი ნახევარმცველი ანხელ დი მარია შესაძლოა პორტუგალიურ "ბენფიკაში" დაბრუნდეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი "არწივებს" უფასოდ შეუერთდება. შეგახსენებთ, გავრცელდა სიახლე, რომ ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდიდან 3 არგენტინელი ფეხბურთელის, ხსენებული ანხელ დი მარიას, მაურო იკარდისა და ლეანდრო პარედესის გუნდიდან გაშვებას გეგმავს.

"ალბისელესტელი" პორტუგალიური გუნდის ღირსებას 2007-10 წლებში იცავდა, რა დროშიც 135 შეხვედრა ჩაატარა და თავი 30 გოლით გამოიჩინა. რაც შეეხება "პარი სენ ჟერმენში" სტატისტიკურ მონაგარს, ფეხბურთელი პარიზულ გუნდში 2015 წლიდან გამოდის, რა პერიოდშიც 289
მატჩი ჩაატარა და 90 გოლი გაიტანა.

მომზადებულია Sport-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაზე ჩუმი და "დაუფასებელი" ფეხბურთელი! არადა მაგარი ფეხბურთელია! აი ასე "უფასდებათ" ბოლოს ლეგენდებს! რაც ლეო მესის "აკადრეს ბარსელონაში" აღარაფერი აღარ მიკვირს!
გია
18:09 20-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული