ტენ ჰააგმა "იუნაიტედთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ მომდევნო სეზონიდან გუნდს ერიკ ტენ ჰააგი ჩაიბარებს.

"ჩემთვის დიდი პატივია ისეთი გუნდის გაწვრთნა, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია". აღფრთოვანებული ვარ მომავალი თავგადასავლებით.

ვიცი ინგლისური გრანდის ისტორია და გულშემატკივრების მოთხოვნაც. მზად ვარ გუნდს განვითარებაში დავეხმარო, რადგან ისინი ამას იმსახურებენ. ამდენწლიანი "აიაქსთან" თანამშრომლობის შემდეგ ამსტერდამელების დატოვება რთულია. მიუხედავად ყველაფრისა, მინდა ფანები დაგარწმუნოთ, რომ სეზონის ბოლომდე "აიაქსში" გულს და სულს ჩავდებ და ისე წავალ "წითელ ეშმაკებთან" - განაცხადა ტენ ჰააგმა.

სიახლეს "იუნაიტედის" ფეხბურთის ხელმძღვანელი ჯონ მურტოგიც გამოეხმაურა:

"აიაქსში" გატარებული
4 წლის შემდეგ ერიკმა დაამტკიცა, რომ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპეციალისტია. მისი სტილი მხოლოდ და მხოლოდ შეტევაა, ახალგაზრდებს კი ჩინებულად ათამაშებს. მასთან საუბარმა დაგვარწმუნა, რომ სწორ გზას ვედექით. ნიდერლანდელი ჩვენთან გრძელვადიანი პროექტით მოდის და სურს, რომ ის დიდება დაგვიბრუნოს, რაც წლების განმავლობაში გვქონდა. ვუსურვებთ სეზონის დარჩენილ ნაწილშიც და შემდეგაც დიდ წარმატებას".

შეგახსენებთ, 33 ტურის შემდეგ "იუნაიტედი" 54 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება, ჩემპიონთა ლიგის ზონას კი 3 ქულით ჩამორჩება (დამატებით 1 მატჩით მეტი აქვს ჩატარებული). რაც შეეხება "აიაქსს", ამსტერდამელები ერედივიზიონში გამართული 29 ტურის შემდეგ 72 ქულით 1-ელ ადგილს იკავებენ, უახლოეს მდევარ პსვ-ს კი 4 ქულით უსწრებენ.

მომზადებულია dailymail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული