"შახტარის" იტალიელმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ რუსეთის უკრაინაში აგრესიაზე ისაუბრა:
"ჩემთვის ამაზე ლაპარაკი რთულია, რადგან სხვა ქვეყნიდან ვარ, მაგრამ შემიძლია ის ვთქვა, რაც ვნახე. ვნახე, რომ ერთ მშვიდობიან ქვეყანას მეორე დაესხა თავს. ერთი ქვეყანა, სადაც მხოლოდ კარგი ადამიანები გავიცანი და მეორე ქვეყანა, რომელმაც ამ ადამიანებს შეუტია.
ეს მეტია, ვიდრე ომი. მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ასეთი ტერორი დიდი ხანია არ გვინახავს. დიდი ხანია არ გვინახავს, რომ ერთ ქვეყანას მეორის დაპყრობა ასე უნდოდეს. მეც ძალიან განვიცდი, რადგან უკრაინისგან ბევრი რამ მივიღე. ვიცი, რამდენად
ამაყები ხართ, რამდენად კარგი დამოკიდებულება გაქვთ ჩვენდამი. თქვენგან ბევრი რამ გადავიღე.
ისევე როგორც თქვენ, მეც იძულებული გავხდი კიევი დამეტოვებინა, დამეტოვებინა უკრაინა - ტანსაცმლის, ავტომობილისა და ნოუთბუქის გარეშე, რომელშიც ჩემი ბოლო 10 წლის ნამუშევარია შენახული. მე და ჩემს სამწვრთნელო შტაბს ქვეყნის დატოვება გვაიძულეს და ამაში დამნაშავე მხოლოდ კრიმინალია. ერთი კრიმინალი.
ვინ არის ის? რა თქმა უნდა, ყველასთვის გასაგებია, რომ ეს პუტინი და რუსეთია. მათ არჩევანი არ დამიტოვეს - მხოლოდ უკრაინის დატოვება. ეს ჩემს ცხოვრებას ანგრევს. მე თავს უკრაინელად მივიჩნევ. ჩემი შტაბის წევრებიც. გვტკივა იმის გამო, რაც ხდება. შეიძლება ითქვას, მათ ვუყურებ, როგორც მტრებს. მტრებს, რომლებსაც უკრაინისთვის თავისუფლების წართმევა სურთ. მე ვმუშაობდი უკრაინაში, ვცხოვრობდი უკრაინაში და რუსეთის აგრესიის გამო იძულებული გავხდი დამეტოვებინა. ამიტომ ნორმალურია, რომ ჩემი მტრები არიან".