არავითარი რუსეთი და რუსეთის ნაკრები, კრასნოდარის მხარე საქართველოს - ჩინელების სურვილი და ვარაუდი

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობა აუკრძალეს და გამოსავალს ეძებენ - ჯერ დაიწერა თითქოს აზიის კონფედერაციაში აპირებენ გადაბარგებას, მაგრამ უზბეკეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ვადიმ აბრამოვმა განაცხადა, რომ კლიმატური პირობებისა და განსხვავებული სპეციფიკის გამო იქ წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ეს ვარიანტი ფიფას ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ვიაჩესლავ კოლოსკოვსაც არ ხიბლავს, რადგან ასეთ შემთხვევაში ევროპაში ვერ დაბრუნდებიან. გამოითქვა მოსაზრება, რომ ამერიკის თასზე მიიღონ მონაწილეობა.

თუმცა, ფეხბურთსა და სპორტს ვინ ჩივის, რუსეთს უკრაინაში ომის დაწყების გამო შეიძლება საერთოდ დაშლის საფრთხე დაემუქროს. ამის შესაძლებლობა
სრულიადაც არაა გამორიცხული, ვინაიდან დასავლეთი რუსეთს სანქციებს უწესებს, რაც მის ეკონომიკას უზარმაზარ ზარალს აყენებს, ხოლო უკრაინას ფინანსურადაც ეხმარება და შეიარაღებითაც. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა, რაც შეიძლება სწრაფად გამოუყოს უკრაინას 33-მილიარდიანი დახმარება. აშშ-ის კონგრესმა "ლენდ-ლიზი" მიიღო, რომელიც საშუალებას იძლევა უკრაინას შეიარაღება პროცედურული დაბრკოლებების გარეშე გადაეცეს. საერთოდაც, დასავლეთის სახელმწიფოები, რომლებიც ომის დაწყებისას ფრთხილობდნენ, ახლა უკრაინის დახმარებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან.

ამ ომში ყველას თავისი ინტერესი აქვს და მათ შორის ჩინეთსაც. ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიამ რუსეთის დაშლა ივარაუდა და მსოფლიოს მომავალი პოლიტიკური რუკაც გამოაქვეყნა, რომელზეც ნაჩვენებია, სავარაუდოდ ვინ მიიერთებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიებს.

Sportall.Ge

მოკლედ, ისეთი რამე შეიძლება მოხდეს, პოლონელ-ამერიკელი დიპლომატი და პოლიტოლოგი, დიდი ხნის განმავლობაში ამერიკის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგი ზბიგნევ ბჟეზინსკი თავის თამამ და განუხორციელებელ გეგმაშიც რომ ვერ წარმოიდგენდა.

ჩინელების პროგნოზის მიხედვით, როსტოვისა და ვორონეჟის ოლქები უკრაინას გადაეცემა, მოსკოვი ბელარუსს, სანქტ-პეტერბურგი და არხანგელსკი ფინეთს, ურალი და დასავლეთ ციმბირი ყაზახეთს, აღმოსავლეთ ციმბირი მონღოლეთს, ჩრდილოეთის რეგიონები ნორვეგიას, შორეული აღმოსავლეთის ტერიტორიებს კი ჩინეთი და აშშ გაიყოფენ. ამას გარდა, რუსეთის ხარჯზე პოლონეთი, ლატვია, ესტონეთი და აზერბაიჯანიც გაფართოვდებიან.

და რაც ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა - ჩინური "გეგმის" მიხედვით კრასნოდარის მხარე საქართველოს შემადგენლობაში შევა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის ალექსეი დანილოვის თქმით, რუსეთის დაშლის შედეგად დამოუკიდებელი სახელმწიფო იჩკერია წარმოიქმნება. უფლებადამცველი პაველ ლისიანსკი ამტკიცებს, რომ უკრაინაში დამარცხების შემდეგ 2-3 წელიწადში რუსეთი არსებობას შეწყვეტს და მარტივ მამრავლებად დაიშლება.

ეს ყველაფერი ზოგიერთს შეიძლება წარმოუდგენლად მიაჩნია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ გასულ საუკუნეში რუსეთის იმპერიაც დაიშალა და საბჭოთა კავშირიც.

მკითხველის კომენტარები / 64 /
მე კი ის მადარდებს, რამდენი პუტინისტი ცხოვრობს თუნდაც მხოლოდ ამ საიტზე.
რუსეთის დაუძლურება და დაქცევა გარდაუვალია.
საქართველო გაერთიანდება, თუკი ქართველები გავერთიანდებით და პუტინისტებს რუსული გემით გავამგზავრებთ.
ILIA
30 აპრილი 2022 12:17
10
ლაიქებს და დისლაიქებს თუ გადავხედავთ, თურმე რამდენი რუსეთუმე ყოფილა სპორტის გულშემატკივრებში?! ფუჰ თქვენი...
П
30 აპრილი 2022 12:10
12
კრასნოდარის მხარე თუ შევიერთოდ, პური აღარ გვექნება შემოსატანი.DDDDDD ისე ეს ყველაფერი სასაცილო და სამასხრო იქნებოდა საქართველოში ან სხვა ჩვენი კალიბრის ქვეყნებში, რომ გამოქვეყნებული, მარა როცა ჩინეთი აქვეყნებს, მე რუსების ადგილზე დავფიქრდებოდი მაინც.Dდდ
ეეე
30 აპრილი 2022 11:57
1
ოცნებას კაცი არ მოუკლავს...მაგრამ ძაან აბსურდია ასე მოხდეს...
ნიკო
30 აპრილი 2022 11:22
13
დასასრულს უნდა მიგეწერა... ჭირა იქა, ლხინი აქა
emre
30 აპრილი 2022 10:50
14
ამინ! თუმცა ჩვენ სხვისი არაფერი გვჭირდება, ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები დაპყრობილი ერები უნდა გამოერკვნენ და სახელმწიფოებრივობა აღადგინონ. ჩვენ ჩვენი კუთვნილი მიწა უნდა დავიბრუნოთ ამ ნაძირალებისგან! ურდოს ეძღვნება ეს სიმღერა: Русский военный корабль иди НАХ@Й. :)
რატი
30 აპრილი 2022 10:21
9
დაშლა რუსეთის რა თქმა უნდა გარდაუვალია. წინასწარ ასეთი რუქის მიხედვით რომ დაიშალოს შეუძლებელია. სრულად რუსეთის გაქრობა ცოტა წარმოუდგენელი მგონია. საქრთველო უქართველებოდ მე არც ისე მხიბლავს. მაგ ტერიტორიებზე ქართველები არ სახლობენ. ჩვენ ჩვენიც საკმარის გვაქვს და სოჭის სანაპიროებიც თუ იქნება მაგას რა სჯობია? ქართველებს დამრავლება უფრ გვინდა ვიდრე ტერიტორიების გაფართოვება. 3.7 მილიონი ერთი საშუალო ქალაქის მოსახლეობა ვართ და აქედან ყველა ქართველად არ თვლის თავს. ქართული უნდა ვასწავლოთ ჩვენ მოქალაქეებს აუვცილებლად. კავკასიის მთები ჩვენ ბუნებრივი საზღვარი გვაქვს და არ მგონია საზღვრებს გავცდეთ. თუმცა ინგუშებს ჩვენს მიმართ განსხვავებული პატივისცემა აქვთ. მაგრამ პირველ რიგში ჯარი უნდა გავაძლიეროთ აუვცილებლად ესეც არ დავკარგოთ რაც გვაქვს. სირცხვილია შენ ჯარზე იძახო (აგერ 40კმ-ში დგანან 15 წუთში აქ მოვლენო) ჯარი არ გვყავსო. სირცხვილია ერთი ვიღაც ბუჩქებიდან მართავდეს მთელ ქვეყანას. ასე ქვეყანას ვერ ავაშენებთ და თუ რწმენა არაფრის გვექნება, როგორც საზოგადოება უფრო მეტად დავნაწევრდებით. მთავრობა ამ ჟამს ერის გამთლიანობაზე უნდა ზრუნავდეს.
G.LA
30 აპრილი 2022 09:52
8
კი როგორ არა სამი მილიონი ქართველით მთელ რუსეთს არ დავიპყრობთ, გაგვიშვით გაგვატარეთ :)
!
30 აპრილი 2022 09:41
6
ღიმილის მომგვრელია ეს ბრძნული პროგნოზები, იმდენად უნდა ჩინეთს ციმბირის მიერთება რომ სისულელეებსაც არ ერიდება, რუსეთი როგორც კი შეატყობს რომ ტრ..სკენ მიდის საქმესეგრევე ბირტვულ პოტენციალს გამოიყენებს-ამ ლოგიკით თუ მე არ ვიქნები მასინ სხვებიც უკან მომყვნენ, ვინც ცოტათი მაინც იცნობს რუსულ ხასიათს ალბათ დამეთანხმება, ასე რომ მოგებული ვინ დარჩება ღმერტმა იცის
ალეკსანდრე
30 აპრილი 2022 09:19
12
ზუსტად იგივეს ვფიქრობ მეც, რუსეთი რო სპასობნია ატომი გამოიყენოს თუ კუთხეში მიიმწყვდევენ , მაგას წყალი არ გაუვა. თავისი ხალხი კიდია და სხვაზე იფიქრებს?? ამბობენ კიდეც და არც მალავენ და გამკეთებლებიც არიან , ღმერთმა დაგვიფაროს.
Ggg
30 აპრილი 2022 13:28
8
"ბირთვულს გამოიყენებს" თორე გეგონება შიგ მოსკოვში ვერ მიარტყამენ რა :D
kaxa
30 აპრილი 2022 13:07
10
რუსებს ჭირთ დაუსჯელობის სინდრომი. რაც მისაღები აქვთ ყველაფერი უნდა მიიღონ
Zangi.
30 აპრილი 2022 09:09
7
4 დისლაიკი გაქვს და ვიღაცებს ეტკინა ეტყობა, წადით ბიძიკო რუსეთში თუ ესე გიყვართ.
დათო
30 აპრილი 2022 21:07
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული