კვარაცხელიას ყოფილი კლუბი ფინანსური კატასტროფის და გავარდნის პირასაა

AutoSharing Option
"კომსომოლსკია პრავდა" იტყობინება, რომ "რუბინს" პირველი და მეორე გუნდის ფეხბურთელებისთვის დეკემბრის შემდეგ ხელფასი არ გადაუხდია და ლეგიონერების წასვლისა და წარუმტებლობის ერთ-ერთი მიზეზი ესეცაა.

სექტემბერში კლუბის სპონსორი "ტაიფი" "სიბურის" მფლობელობაში გადავიდა, მაშინ დაიწერა, რომ შეიძლებოდა ამ სანავთობო კომპანიას "რუბინის" დაფინანსება შეეწყვიტა და პროგნოზი მართლდება. თუმცა, ყაზანურმა კლუბმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებს გასამრჯელოს დროულად უხდიან.

"რუბინი" ექვსმა ლეგიონერმა და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიამ დატოვა, თუმცა ამის ძირითადი მიზეზი რუსული გუნდების ევროტურნირებიდან მოკვეთაა.

"რუბინმა" ბოლო 8 მატჩიდან 6 წააგო, ბოლოს საკუთარ მოედანზე "სოჭისთან" 0:6 განადგურდა,
გასავარდნად აქვს საქმე და მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის გადაყენებას ითხოვენ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
იწყება ეგრედ წოდებული რუსეთის დაშლა, ყველაფერი იშლება ინგრევა.როსიისკაია ფედერაცია იდი ნახუი
გიორგი
20:23 01-05-2022
3
როგორ ვინერვიულე რომ იცოდეთ )))
გულშემატკივარი
21:26 01-05-2022
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული