ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" თითქმის განხორციელებულ ტრანსფერს აქტიურად აშუქებს რუსული მედია და ზოგიერთმა დღეს კითხვა დასვა - მიიღებს თუ არა რაიმე თანხას ფეხბურთელის ყოფილი კლუბი "რუბინი"? "ჩემპიონატი" გარიგების დეტალებს მიმოიხილავს.
ხვიჩა, როგორც იქნა, წავიდა ევროპაში, მაგრამ მიიღებს ტრანსფერიდან რამეს "რუბინი"?
რატომ გაუშვეს ასე მშვიდად თავიანთი ყველაზე ძვირფასი მოთამაშე და რა როლი ითამაშა ამ სქემაში ბათუმურმა კლუბმა.
"ყველაფერი ეს კარგია, კვარაცხელია დიდი ხნის წინ უნდა წასულიყო ევროპაში, თუმცა იბადება რეზონანსული კითხვა: "რუბინი" ამ გარიგებით რამეს გამოიმუშავებს?
ახლა კი კითხვები. პირველი: ნუთუ "რუბინს"
თვითონ არ შეეძლო მისი ადრე გაყიდვა?
ახლა კი კითხვები. პირველი: ნუთუ "რუბინს"
მცდელობები იყო. გასულ ზაფხულს კვარაცხელიასადმი ინტერესს მრავალ ევროპულ კლუბს მიაწერდნენ. სია შთამბეჭდავი იყო: "ბაიერნი", "იუვენტუსი", "ატალანტა", "ნაპოლი", "უდინეზე", "სასუოლო", "ტორინო", "ლიდსი", "სევილია", "დორტმუნდი" და "აიაქსი".
"იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შემთხვევაში თითქოს მზად იყო 20 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ "რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ მაშინ განაცხადა, რომ ფასი 30 მილიონი გახლდათ. დრო გადიოდა, ხვიჩა არ მიდიოდა: დასრულდა ევრო, მოახლოვდა ჩემპიონატის დასაწყისი. "ყველამ ხვიჩაზე საუბარი მაისში დაიწყო, ახლა ამ თემისგან დაიღალნენ, - ამბობდა იაროვინსკი ევროს შემდეგ. - იკითხოთ "რატომ არ გაყიდეთ მაისში" - ეს იგივეა, იკითხოთ, რატომ არაა ივლისში თოვლი".
საბოლოო ჯამში, ხვიჩა არსად არ წავიდა. ზამთარში მისადმი ინტერესი ევროპულმა ტოპ-კლუბებმა ისევ გამოამჟღავნეს, თუმცა ოფიციალურ შეთავაზებამდე საქმე არ მივიდა. "შეთავაზება რომ ყოფილიყო, 100%-ით გავყიდდით. რამის ჩათქმას არ ვაპირებ. გასულ ზაფხულს უკვე ყველა სურვილი ჩავუთქვით. ფასი არ შეიცვალა - 20 მილიონი", - კომენტარი გააკეთა სპორტულმა დირექტორმა და ხვიჩა ისევ ყაზანში დარჩა.
თუმცა, დიდი ხნით არა.
მეორე კითხვა: მიიღებს თუ არა ტრანსფერიდან თანხას "რუბინი"? თუ კლუბმა უბრალოდ ყველაზე ძვირფასი აქტივი დაკარგა? "ჩემპიონატთან" ინტერვიუში ბათუმის "დინამოს" მფლობელმა არჩილ ბერიძემ თქვა, რომ ფეხბურთელის გადასვლაში როლი "სხვადასხვა გარემოებამ" ითამაშა. ამასთან, ტრანსფერთან დაკავშირებით ყველა საკითხი არა გენერალურ დირექტორ საიმანოვის, არამედ სწორედ აგენტ ჯუღელის მეშვეობით წყდებოდა. საზღვარგარეთ ხვიჩას გაყიდვიდან "რუბინის" წილზე კითხვის პასუხზე ბერიძემ ასევე მამუკასთან გაგვაგზავნა.
საიმანოვი იმედოვნებს, რომ კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერიდან რაღაცას მიიღებს, რადგან მასთან დაკავშირებით სიტუაცია "გასაგებია", ხოლო მამუკა "რუბინისთვის" "გასაგები ადამიანია, გასაგები აგენტია". რაღაცის პროგნოზირება შეიძლება".
სწორედ ჯუღელი იყო ხვიჩას "ლოკომოტივიდან" "რუბინში" გადაყვანით დაკავებული: ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, მან ამ ტრანსფერით დაახლოებით 2-3 მილიონი გამოიმუშავა. Спорт БО-სთან ინტერვიუში თავად მამუკას თქმით, რომ არა საიმანოვი, მოთამაშე ყაზანში ვერ აღმოჩნდებოდა: "რუბინში" რუსტემი რომ არ ყოფილიყო, მე იქ არც კვარაცხელიას გავუშვებდი, არც ზურიკოს, არც მიქელთაძეს და არც ყიფიანს. სწორედ კლუბის დირექტორის გამო ყველაფერი ასე გამოვიდა. ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს, ის სიტყვის კაცია".
სწორედ ჯუღელი იყო ხვიჩას "ლოკომოტივიდან" "რუბინში" გადაყვანით დაკავებული: ზოგიერთი მონაცემის მიხედვით, მან ამ ტრანსფერით დაახლოებით 2-3 მილიონი გამოიმუშავა. Спорт БО-სთან ინტერვიუში თავად მამუკას თქმით, რომ არა საიმანოვი, მოთამაშე ყაზანში ვერ აღმოჩნდებოდა: "რუბინში" რუსტემი რომ არ ყოფილიყო, მე იქ არც კვარაცხელიას გავუშვებდი, არც ზურიკოს, არც მიქელთაძეს და არც ყიფიანს. სწორედ კლუბის დირექტორის გამო ყველაფერი ასე გამოვიდა. ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს, ის სიტყვის კაცია".
ქართულ მედიაში წერენ, რომ ამ კომბინაციაში ტრანსფერის გასაფორმებლად ბათუმის "დინამომ" შუამავლის როლი ითამაშა: თითქოს პირდაპირ რუსეთიდან იტალიაში კვარაცხელიას გაყიდვა წარმოუდგენლად მოჩანდა (არის ინფორმაცია, რომ სერია A-ში გაჩნდა გაუცხადებელი წესი, რომელიც რუსეთიდან ფეხბურთელების შეძენას კრძალავს).
იურიდიულად "რუბინს" ამ ტრანსფერიდან თანხის გამომუშავება არ შეუძლია, ვინაიდან ხვიჩამ ქართულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კომპენსაციას უეჭველი "დინამო" მიიღებს, აგენტი კი საშუამავლო მომსახურებისთვის - საკომისიოს. თუმცა, ბერიძისა და ჯუღელის საიმანოვთან მეგობრული ურთიერთობის გათვალისწინებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ყაზანურ კლუბს ისინი ნაწყენს არ დატოვებენ, თუმცა ოქროთიც არ აავსებენ.
ნეაპოლური Il Mattino ირწმუნება, რომ ტრანსფერის თანხა 9.5 მილიონს შეადგენს, რომელიც "ნაპოლის" სურს სამ ტრანშად დაფაროს. Corriere dello Sport-ი 8 მილიონზე წერს. La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, რომ რუსული კლუბი ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს კომპენსაციას, ოღონდ იმაზე გაცილებით ნაკლებს, რამდენის მიღებაც ადრე უნდოდა".