უეფას მიერ რუსეთის ნაკრებებისა და კლუბების საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთაზე კომენტარი ბიატლონში ოთხგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალეკსანდრ ტიხონოვმა და ფიგურულ სრიალში ოლიმპიადის სამგზის ჩემპიონმა ირინა როდნინამ (ამჟამად სახელმწიფო დუმის დეპუტატია) გააკეთეს.
ალეკსანდრ ტიხონოვი: "მე რუსულ ფეხბურთზე ალერგია მაქვს. ყველაზე მეტად ამერიკელებს, ინგლისელებს და რუსულ ფეხბურთს ვერ ვიტან. ჩვენ უეფამ ევროტურნირებიდან მოგვკვეთა და მერე რა? ისედაც ყველასთან ყველგან ვმარცხდებოდით. ამ ფეხბურთელებს თავი უნდა მოუყარო და გადაყარო, მაინც არაფერი ეხერხებათ.
ჩვენები მოედანზე ისე მოძრაობენ, თითქოს უკანალზე რაღაც სიმძიმე აქვთ მიბმული და სამი სიტყვის გადაბმაც
ირინა როდნინა: "უეფას ვერდიქტის გამო ჩვენი გუნდები მომავალ სეზონში ევროტურნირებზე არ შერცხვებიან. ფეხბურთში კონკურენტუნარიანები არ ვართ? არ შეგვიძლია ყველგან კონკურენტუნარიანები ვიყოთ, ყველგან გამარჯვება შეუძლებელია".