დღეს, 16 ნოემბერს, ლეგენდარული პოლ სქოულზის დაბადების დღეა, ექს ინგლისელ ფეხბურთელს 48 წელი შეუსრულდა, გთავაზობთ მასზე საინტერესო ისტორიას.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"ლა მასიაში" მასზე ხშირად საუბრობდნენ, ის პროფესორია" - ლიონელ მესი
პოლ სქოულზი 1974 წლის 16 ნოემბერს მანჩესტერთან ახლოს მდებარე ქალაქ სალფორდში დაიბადა. 14 წლის ასაკში უკვე "იუნაიტედის" აკადემიის ლიდერი იყო.
"წითური ლეგენდა" მანჩესტერული გუნდის ოქროს თაობის წარმომადგენელია - რაიან გიგზი, დევიდ ბექჰემი, გარი ნევილი, პოლ სქოულზი და რაც მთავარია, მათი მასწავლებელი სერ ალექს ფერგიუსონი.
მისი დებიუტი "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში 21 წლის ასაკში
შედგა. სათამაშო სტილი? 30-40-მეტრიანი უპრობლემოდ შესრულებული ზუსტი გადაცემები, შორეული ყუმბარისებური გასროლები...
"ჩემთვის ის პრემიერლიგის დეკადის საუკეთესო ნახევარმცველია. მას გააჩნდა ყველაფერი, შეუძლია მომენტების შექმნა, ასევე - გოლების გატანაც. მართლაც რომ წარმოუდგენელი ფეხბურთელია" - ალან შირერი.
სქოულზის სანაკრებო კარიერა
შესაძლოა, პოლი სანაკრებო კარიერაში მიღწევებით ვერ დაიკვეხნის, თუმცა იმავეს ვერც სტივენ ჯერარდზე, ფრენკ ლამპარდზე და დევიდ ბექჰემზე ვიტყვით. მიზეზი რთულად მისაღები და მარტივად გასაგებია. ძველი პრემიერლიგის ინგლისელ ვარსკვლავებს ერთმანეთი სძულდათ, ამ პრობლემის მოგვარებას კი უამრავი წელი და ბევრი მწვრთნელის შეცვლა დასჭირდა. ჯამში ნაკრებში 66 შეხვედრა ჩაატარა და თავი 14 გატანილი გოლით გამოიჩინა.
გაბრწყინება საყვარელ გუნდში
პრემიერლიგის 11-გზის ტრიუმფატორი, განსხვავებით მისი საფეხბურთო "ტყუპი" ძმის, რაიან გიგზისგან, არასდროს ეხვეოდა სკანდალში. ალბათ ძნელი დასაჯერებელია და დაუჯერებელიც იქნებოდა, რომ არა ექიმების დასკვნა იმის შესახებ, რომ იგი მარჯვენა თვალით კარგად ვერ ხედავდა. გულის მანკი ზრდიდა შანსებს, რომ მოედანზე ვეღარ გასულიყო, თუმცა ინგლისელი ლეგენდა ამ მძიმე დაავადებასაც შანსს არ უტოვებდა.
2008 წელს "ბარსელონას" კარში გატანილი გოლი ყველაზე კარგად აღწერს როგორც მის სათამაშო სტილს, ასევე ოსტატობას. ინგლისელმა ნახევარმცველმა ეს ტურნირი ორჯერ მოიგო, ორივე ფინალი იყო დაუვიწყარი და დაძაბული. პირველი წარმატება ევროასპარეზზე 1999 წელს შედგა, "კამპ ნოუს" სტადიონზე მიუნხენის "ბაიერნი" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდა. მართალია, "რეკორდმაისტერი" მთელი მატჩის განმავლობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა და მატჩი ლოგიკურ დასასრულამდეც მიჰყავდა, მაგრამ შეხვედრის 90+1 წუთზე ტედი შერინგემის მიერ გატანილმა გოლმა ყველაფერი შეცვალა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა კი ისტორია დაწერა, "წითელი ეშმაკების" ექსფეხბურთელმა და დამრიგებელმა გერმანელთა კარში მეორედ 90+2 წუთზე გაიტანა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტულიც საკუთარ გუნდს მოაგებინა. ლიგის გამარჯვებული მეორედ 2008-09 წლების სეზონში გახდა, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" პენალტების სერიაში "ჩელსი" დაამარცხა.
არ არსებობს საფეხბურთო ექსპერტი, გულშემატკივარი, რომელიც მის ჩაგდებულ მატჩს ან ეგოისტურ ქმედებას გაიხსენებს. თუ თანამედროვე ფეხბურთში ლუკა მოდრიჩი ხატავს, მრავალი წლის განმავლობაში ამას პოლ სქოულზი ახერხებდა. ისტორია მისი ბურთთან ურთიერთობის შესახებ რამდენიმე ათწლეულს გაუძლებს.
დასასრული
"მანჩესტერის" ლეგენდას გუნდის დატოვების შესახებ არასდროს უფიქრია, ის ხომ ამ ქალაქის საყვარელი შვილი იყო. 20 გატარებული სეზონის შემდეგ პრემიერლიგის ერთ-ერთი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი და დიდების დარბაზის წევრი გუნდს ჩემპიონის რანგში დაემშვიდობა. 2013 წელს "მანჩესტერ იუნაიტედმა" სული დაკარგა, მათ სერ ალექს ფერგიუსონი და პოლ სქოულზი გააცილეს...
სპეციალურად საიტისთვის მოამზადა ნიკალა მახარობლიშვილმა