მოურინიომ მისი გაწვრთნილი საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიომ თავის დიდხნიან სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო თერთმეტეული შეარჩია.

შეგახსენებთ, პორტუგალიელ სპეციალისტს სხვადასხვა დროს"ბენფიკაში", "ლეირიაში", "პორტუში", "ჩელსიში", "ინტერში", მადრიდის "რეალში", "მანჩესტერ იუნაიტედში", "ტოტენჰემსა" და "რომაში" უმუშავია.

რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება რთულად მისაღები იყო, რადგან ჟოზეს რჩეულებში ვერ მოხვდნენ იკერ კასილასი, მარსელო, ქარიმ ბენზემა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, სამუელ ეტო'ო, უესლი სნეიდერი და რომელუ ლუკაკუ.

რაც შეეხება გუნდს, შემადგენლობა შემდეგია:

მეკარე: პეტრ ჩეხი

მცველები: ხავიერ ძანეტი, ჯონ ტერი, რიკარდო კარვალიო, ეშლი კოული

ნახევარმცველები: კლოდ მაკელელე, ფრენკ ლამპარდი, მესუთ იოზილი

შემტევები: ედენ აზარი, დიდიე
დროგბა, კრიშტიანო რონალდო

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
კარვალიო არსად არ დაეკარგოს მოურინიოს :დ
მეზღვაური
17:45 20-05-2022
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული