კლოპი: კარლო, ჩვენ მოვდივართ!

AutoSharing Option
მწვრთნელმა იურგენ კლოპმა 2005 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპულის" გამარჯვებაზე BT Sport-თან ხალისიანად ისაუბრა.

"მე დარწმუნებულიც არ ვარ, რომ ამ მატჩს მთლიანად ვუყურე, მაგრამ, რა თქმა უნდა, დიდი ქამბექი იყო.

რაც აქ ვარ, ყველა ამაზე მელაპარაკება. შეკითხვაც არ არის საჭირო. ამ ისტორიებს შეკითხვის გარეშე უსმენ. შესანიშნავი სიუჟეტი! 0:3-დან 3:3 და შემდეგ პენალტების სერიაში გამარჯვება. ძალიან ძლიერ "მილანთან" გუნდი დუდეკმა გადაარჩინა.

ვინ იყო მაშინ "მილანის" მწვრთნელი? ანჩელოტი. ჰა-ჰა, მე ვიცი! კარლო, ჩვენ მოვდივართ!".

ჩემპიონთა ლიგის ფინალი "რეალსა" და "ლივერპულს" შორის დღეს,
23:00 საათზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
მიდიხარ თორე ეხლა შენც მთაწმინდიდან არ მიექანებოდე რააა!!
:D :d
კლოპს
28 მაისი 2022 20:59
3
მოით
კარგით რა
28 მაისი 2022 18:20
1
კლოპო, აბა შენ იცი როგორ მიანგრევ ამაღამ რეალს.
55555
28 მაისი 2022 15:43
3
რეალი - გუნდი იღბლის ბუკეტი.მსგავსი იღბლიანი გუნდი არ მეგულება.დაიწყებს ეხლა ზოგი აქ ესაო და ისაო,თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება,რამდენჯერ შეილება გუნდს გაუმართლოს. არცერთი გუნდის გულშემატკივარი არ ვარ, თუმცა მინდა დღეს ლივერპულმა მოიგოს.
გულშემატკივარი
28 მაისი 2022 15:40
1
ძლიერებს ჰმართლებთ
ანზ
28 მაისი 2022 18:53
0
შენ ჰეითერობას ვენაცვალე დარწმუნებული ვარ მესის ფანი ხარ
კარგით რა
28 მაისი 2022 18:22
0
ეს სტატია ლივერპულის გამართლებაზეა, 7 წუთი რომ ითამაშეს და ისე მოიგეს ის ფინალი ))
oceola
28 მაისი 2022 15:20
0
პაპა კარლოსაც ახსოვს იურგენ, 2007 წლის რევანში ვერ ჩამორეცხავს მაგ მარცხს, ასე რომ დახვედრაც ღირსეული გექნებათ
semi
27 მაისი 2022 10:10
3
ლივერპული მზადაა რევანშისთვის.რეალს ეყოსyw რაც გაუმართლა. კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს. YNWA
ვანჩოპე
27 მაისი 2022 01:24
19
ფეხი არაფერზე დაიბიჯო იურგენ!!!!
კოტე
26 მაისი 2022 23:20
13
რეალის ფანები ხო ვგიჟდებით შენზე
მილანს
28 მაისი 2022 16:39
0
რეალი მეჯავრება ყველაზე ძალიან.
მილანი
27 მაისი 2022 14:27
11

სიახლეები პოპულარული