რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ

AutoSharing Option
დონეცკის რუსეთის მიერ ოკუპაციის შემდეგ "შახტარი" ჯერ ხარკოვში, შემდეგ კი კიევში გადაბარგდა. რუსები დონეცკში თავიანთი გუნდის - "შახტიორის" შექმნას და "დონბას არენაზე" თამაშს აპირებენ, რომელიც ამჟამად გავერანებულია. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, სერგეი ბურლაკოვმა ისაუბრა.

"იდეა შესანიშნავია, მაგრამ რეალიზება ადვილი არ იქნება. სერიოზული ინვესტიციებია საჭირო. მე დარწმუნებული ვარ, ყველაზე გამაერთიანებელი სპორტის სახეობა სწორედ ფეხბურთია. ახლა დონეცკისთვის ეს ისე აქტუალურია, როგორც არასდროს. შეგახსენებთ, კლუბმა "შახტიორმა" დონეცკის სახალხო რესპუბლიკა 2014 წელს დატოვა და მთელი ამ
ხნის მანძილზე ადგილობრივებმა ფეხბურთის გარეშე მოიწყინეს, რაზეც ხშირად ლაპარაკობენ.

ახლა ახალი კლუბის შექმნა რესპუბლიკისთვის სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანია. თუ რესპუბლიკის ხელმძღვანელობა სპონსორების და მოთამაშეების საკითხის გადაჭრას შეძლებს, ეს ლეგენდარული მოვლენა გახდება, რომელიც ისტორიაში შევა", - ციტირებს ბურლაკოვს Life.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თქვე საცოდავებო თქვენ გუნდებზე ვერ მიგიხედიათ და ვის აღორძინებაზე ლაპარაკობთ?მაგრამ წაგლეჯვა,სხვისი ტერიტორიების მიტაცება სისხლში გაქვთ და რაღაცით ხო უნდა გადააგოროთ მტაცებლობა.ფუ თქვენი.
გულშემატკივარი
01 ივნისი 2022 09:49
0
ასეთი იდიოტობა იხარშება ყოველთვის მაგათ უტვინო თავში. ჯერ ომი რა ტერიტორიებს ვის რამდენს დაუტოვებს კიდევ საკითხავია. მარა თუნდაც ოცნება აუხდეთ საინტერესოა რომელ ჩემპიონატში აპირებენ მაგ შახტარის ჩართვას თუნდაც 10-15 წლიეს მერე? რუსეთში ვერ ჩართავენ სანამ უეფა არსებობს და დონბას-ლუგანსკის ჩემპიონი სოხუმის დინამოს თუ შეხვდება უკეთეს შემთხვევაში.
G.LA
31 მაისი 2022 23:00
2
ხო მეტი პრობლემა არ აქვთ მანდ ხალხს, თქვე ტუტუცებო
***
31 მაისი 2022 22:09
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული