იტალია გალიდერდა - ინგლისი გერმანიასთან წაგებისგან კეინმა იხსნა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეორე ტურში A ლიგის მე-3 ჯგუფში ორივე მატჩი ჩატარდა.

გერმანია სახლში ინგლისთან ფრეს დასჯერდა - 1:1. მასპინძლები შესვენების შემდეგ ჰოფმანმა დააწინაურა. სტუმრებმა, რომელთა თამაში შეცვლაზე შესულმა გრილიშმა გაამწვავა, საპასუხო იერიშებით უპასუხეს და ჩინებული მომენტი ჰქონდათ, მაგრამ პირისპირ გასულ კეინს გატანა ნოიერმა არ დაანება. მერე კეინი საჯარიმოში შლოტერბეკმა წააქცია, პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა (ეროვნულ გუნდში 50-ე გოლი გაიტანა) და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.

მიუნხენი. „ალიანც არენა“. 66 289 მაყურებელი
გერმანია - ინგლისი 1:1
გოლები: 1:0 ჰოფმანი (50), 1:1 კეინი
(88, პენ)

იტალიამ საკუთარ მოედანზე უგრეთს 2:1 სძლია.

ჩეზენა. „დინო მანუცი“. 14 942 მაყურებელი
იტალია - უნგრეთი 2:1
გოლები: 1:0 ბარელა (30), 2:0 პელეგრინი (45), 2:1 მანჩინი (61, საკ. კარში)

ჯგუფში 4 ქულით იტალია გალიდერდა, მეორე ადგილზე 3 ქულით უნგრეთია, 2 ქულით მესამეზე - გერმანია, ხოლო 1 ქულით მეოთხეზე - ინგლისი.

11 ივნისს უნგრეთი გერმანიას, ინგლისი კი იტალიას უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული