აფხაზეთის გუნდი ოკუპირებული უკრაინის ჩემპიონატში? - რუსები თავისას არ იშლიან

AutoSharing Option
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გუნდმა შეიძლება ყირიმის, მელიტოპოლის, ხერსონის, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების კლუბებთან ერთად გაერთიანებულ ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა, - იტყობინება РБ Спорт-ი.

გამოცემის ცნობით, მხარეები ტურნირის გამართვის შესაძლებლობას განიხილავენ და მომავალი შეხვედრა 12 ივნისს მოსკოვში ჩატარდება.

ეს იდეა კი იმასთან დაკავშირებით წარმოიშვა, რომ უახლოეს ხანში ეს გუნდები ვერ გახდებიან რუსეთის ფეხბურთის კავშირის წევრები და უეფას პოზიციის გამო ვერ შეძლებენ რუსეთის პირველობაზე მონაწილეობას.

მაგრამ აქ არის ერთი "მაგრამ" - გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარება შეუძლებელი იქნება, ვიდრე
უკრაინაში ომი მიმდინარეობს და სანამ ტურნირის გამართვა უსაფრთხო არ იქნება.

იმედია, ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება და ამ კარიკატურული კლუბების რაღაც ტურნირში მონაწილეობა საბოლოოდ მოიხსნება დღის წესრიგიდან. დიდი ალბათობით, ეს სწორედ ასე მოხდება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხალხო ყველაფერს დაარქვით თავისი სახელი,აფხაზი ოდითგანვე იყო ქართველი ესენი აფხაზები კი არა აფსუები და აბაზები არიან.მოთრეული ტომი.
0
აფხაზებს მოუთხოვიათ ტაიმი 45წუთის ნაცვლად 10დაგვიწესეთო. ნარკოტიკები ამდენი სირბილის საშუალებას არ მოგვცემსო)
დავით 67
14:44 09-06-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული