რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გუნდმა შეიძლება ყირიმის, მელიტოპოლის, ხერსონის, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების კლუბებთან ერთად გაერთიანებულ ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა, - იტყობინება РБ Спорт-ი.
გამოცემის ცნობით, მხარეები ტურნირის გამართვის შესაძლებლობას განიხილავენ და მომავალი შეხვედრა 12 ივნისს მოსკოვში ჩატარდება.
ეს იდეა კი იმასთან დაკავშირებით წარმოიშვა, რომ უახლოეს ხანში ეს გუნდები ვერ გახდებიან რუსეთის ფეხბურთის კავშირის წევრები და უეფას პოზიციის გამო ვერ შეძლებენ რუსეთის პირველობაზე მონაწილეობას.
მაგრამ აქ არის ერთი "მაგრამ" - გაერთიანებული ჩემპიონატის ჩატარება შეუძლებელი იქნება, ვიდრე
უკრაინაში ომი მიმდინარეობს და სანამ ტურნირის გამართვა უსაფრთხო არ იქნება.
იმედია, ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება და ამ კარიკატურული კლუბების რაღაც ტურნირში მონაწილეობა საბოლოოდ მოიხსნება დღის წესრიგიდან. დიდი ალბათობით, ეს სწორედ ასე მოხდება.