ბულგარეთის ნაკრები თბილისში ავტოავარიაში მოჰყვა - ერთი ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისში ჩამოსული ბულგარეთის ნაკრები ავტოავარიაში მოჰყვა. ბულგარული მედიის ცნობით, მათი ეროვნული გუნდი აეროპორტიდან სასტუმროში უეფას მოთხოვნის შესაბამისად ორი ავტობუსით მიდიოდა, ერთ-ერთის მძღოლმა გვირაბში მკვეთრად დაამუხრუჭა და შეჯახება მოხდა, რომელიც იმდენად ძლიერი იყო, რომ ნახევარმცველი ტოდორ ნედელევი დაშავდა. მას მინის ნამსხვრევები სახესა და ხელზე მოხვდა და დაუსისხლიანდა. ის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად და გამოკვლევის ჩასატარებლად საავადმყოფოში გადაიყვანეს და მასთან ერთად გუნდის ექიმი იმყოფება.

ნედელევის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო გუნდის სხვა წევრები და პერსონალი არ დაზიანებულა.

ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის
ვიცე-პრეზიდენტმა მიხაილ კასაბოვმა ინციდენტის შესახებ საქართველოში ბულგარეთის საელჩო ჩააყენა საქმის კურსში, პოლიციამ კი გამოძიება დაიწყო.

"ბულგარეთის ეროვნული ნაკრები თბილისში ჩასვლის შემდეგ მძიმე ავარიაში მოხვდა. გზად სასტუმროსაკენ ორი ავტობუსიდან პირველის მძღოლმა მართვის კონტროლი დაკარგა, რამაც სერიოზული ავარია გამოიწვია. შეჯახების შემდეგ ტოდორ ნედელევი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც საფუძვლიანი გამოკვლევა უტარდება. გუნდის ყველა დანარჩენი წევრი და პერსონალი კარგადაა", - ნათქვამია ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 35 /
სამწუხაროდ, ისტორიას არა ერთი კატასტროფა ახსოვს, როდესაც მთელი გუნდი დაიღუპა. კარგია, რომ ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ჯანმრთელობა ყველა ფეხბურთელს!!!
tngh
11 ივნისი 2022 15:26
0
სამწუხაროდ, ისტორიას არა ერთი კატასტროფა ახსოვს, როდესაც მთელი გუნდი დაიღუპა. კარგია, რომ ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ჯანმრთელობა ყველა ფეხბურთელს!!!
tngh
11 ივნისი 2022 15:26
0
ნაცპრესა რომ ეხლა გახსენდებათ რასაც თქვენ უყურებთ ეგენი სად იყვნენ??))) ასე როგორ გაგბერათ ბოღმით რომ ავარიაზეც მიშა გახსენდებათ
მართალი
11 ივნისი 2022 14:19
0
ნაცპრესა არ ვიცი სად იქნებოდა, მარა ნახევარი საპატრულო პოლიცია, რომ დახსნილი იქნებოდა, თუ არა დაჭერილი ნაღდია ეს, რომ მიშას დროს მომხდარიყო.
რრრ
11 ივნისი 2022 13:24
4
კიდე ეს უნდოდათ ამ გაჭირვებულებს? რაღაცნაირი თანაგრძნობა გამიჩნდა, გოლის გასატანადაც მეცოდებიან. იმედია ჩვენი ფორვარდებიც იგივეს არ განიცდიან.
ნაზი ლმობიერი
11 ივნისი 2022 13:19
1
აბა მიშას,რომ თითი ტკენოდა მთელი ნაცპრესა იქ იქნებოდა.
ჯუჯი
11 ივნისი 2022 13:02
9
ღმერთს მადლობა,რომ უფრო უარესი არ მოხდა.არა მგონია,რომ ეს,სახუმარო თემა იყოს.ავტობუსის მძღოლად მუშაობის უფლება,მხოლოდ მაღალი კატეგორიის მძღოლებს აქვთ და წესით,უსაფრთხო სიჩქარით მართვის შემთხვევაში,არავითარი ხიფათი არ უნდა შემთხვეოდათ.რა თქმა უნდა იქნება მცდელობა,ეს შემთხვევა ცუდ საგზაო პირობებს გადააბრალოს,გადამყვანმა კომპანიამ.აუცილებელია სრულფასოვანი გამოძიება.შექმნილი მდგომარეობის გამო,ბუგარელები ვერ იქნებიან ვერც კარგად დასვენებულები და ვერც კარგ განწყობაზე,მაგრამ შესაძლოა ამ შემთხვევამ,მათი გუნდი უფრო შეკრას და დამუხტოს კიდეც.ამიტომ ჩვენი ნაკრები,განსაკუთრებით მობილიზებული უნდა გავიდეს,მოედანზე.ბრძოლაში მოსაპოვებელი, ბრძოლით მოიპოვოს,მაგრამ ამავე დროს,ხაზგასმით კეთილგანწყობილი იყოს,სტუმრების მიმართ.იგივეს გთხოვთ გულშემატკივრებსაც.მხურვალედ დავუჭიროთ მხარი ჩვენ ბიჭებს და ამავე დროს სტუმრების მიმართაც გამოვხატოთ თანაგრძნობა და კეთილგანწყობა.ძველი დინამოს მაყურებელი თურმე სწორედ ამითი გამოირჩეოდა სხვა ქალაქებისაგან,რომ მეტოქის კარგ თამაშსაც ტაშით ხვდებოდა.მთლად ამდენი შესაძლოა არა,მაგრამ თბილად დახვედრა,წუხანდელი განსაცდელის გამოვლის შემდეგ,ნამდვილად შეგვიძლია ბულგარელი ფეხბურთელების მიმართ გამოვხატოთ.თუნდაც ჰიმნის შემდეგ ტაშის დაკვრით.ეს მასპინძლის მიერ სტუმრისადმი პატივისცემის გამოხატვის საყოველთაო წესიცაა,რომელიც სამწუხაროდ მივიწყებული გვაქვს.კვლავაც კარგ თამაშს,ლამაზ გამარჯვებას და სიხარულს გისურვებთ თქვენც და საქართველოს ნაკრებსაც.
სოსო
11 ივნისი 2022 12:25
1
წუხელ შუაღამეს მოხდა და ქართულ მედიას ეძინა. ძალიან ცუდი ამბავია. დაგვემთავრებია კარგად და მიგვეყვანა ბოლომდე ყველაფერი, კარგით რა...
ჩვენებს რომ ასეთი რამე მოსვლოდა რა ამბავს ავწევდით.
ტრიბუნიდან თუ გაამხნევებს მაყურებელი კარგი იქნება.
.
11 ივნისი 2022 12:08
1
ფუ რა სამარცხვინოა ეს ფედერაცია ვერ უზრუნველყვეს უსაფრთხო გადაადგილება,ეს რა არის დასახმარებლადაც დროზე არ მოვიდნენ გამვლელები ეხმარებოდნენ,ყველაფერს კადრულობენ მერია და ფედერაცია ფეხბურთის…ფედერაციის ვაკდდბულება იყო ის ტომ პოლიციის ესკორტით გაეცილებინათ გუნდი..
გიზო
11 ივნისი 2022 11:51
12
როგორ და რატომ მოხდა ეს შემთხვევა,ეს უკვე შესაბამისი სამსახურების გასარკვევია!
გაგვიმართლა, უარესი მომხდარიყო შეიძლებოდა!
კარგია, რომ სამივე თამაშში სამივეს მაგრა ვაჯობეთ და ხვალინდელ თამაშზე სალაპარაკო არავის არ უნდა ჰქონდეს (ხვალ ხვიჩამ რომ არ ითამაშოს იქნებ კარგიც იყოს!).
ფეხბურთში, და არა მარტო ფეხბურთში წინ წავალთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სწორ დასკვნებს გავაკეთებთ!
ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!
წარმატება ბიჭებს!
თემური
11 ივნისი 2022 11:44
2
ყველაფერში რაღაც კონსპირაციას როგორ ეძებთ?? ჰოო, ნაცებმა მოაწყეს და პუტინმა კიდევ. გაიხედე გარეთ და ნახავ როგორ დადიან. ან ყოველ წუთს როგორ არ ხდება ასეთები არ გიკვირს?
odala
11 ივნისი 2022 12:17
0

სიახლეები პოპულარული