დაშავებულმა ბულგარელმა ფეხბურთელმა საქართველო დატოვა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ბულგარელი ფეხბურთელი
ტოდორ ნედელევი საქართველოში ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ გუნდის ექიმთან ერთად ბულგარეთში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, ნედელევი საქართველო-ბულგარეთის მატჩის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სასტუმრო "შერატონის" გზაზე, გუნდის ორი ავტობუსის შეჯახების შემდეგ დაშავდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, მაგრამ პროცესები სასიკეთოდ განვითარდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოახერხებს ტოდორი მოედანზე დაბრუნებას.

altბულგარელთა მწვრთნელი: სტრესის მიუხედავად გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ

altკობიაშვილი ინციდენტსა და ბულგარელი ფეხბურთელის დაშავებას გამოეხმაურა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული