მარსელომ სასურველი ჩემპიონატი შეარჩია - ჯერი გუნდებზეა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი მარსელო ამჟამად უგუნდოდაა.

Marca-ს ცნობით, ფეხბურთელს კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი აქვს, კერძოდ ჩინეთიდან, არაბეთიდან და თურქეთიდან.

თავად ფეხბურთელს თამაში თურქეთის სუპერლიგაში ურჩევნია. კონკრეტულად რომელ გუნდებზეა საუბარი ჯერ უცნობია.

მარსელო "ბლანკოსის" ღირსებას 2007 წლიდან იცავდა, ამ პერიოდის განმავლობაში 545 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაიტანა და 103 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მოამაზდა ნიკალა მახარობლიშვილმა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული