"მთელი პოლონელი ერი ნაძირალაა! მძულხართ, საზიზღრებო " - რუსი ფრენბურთელი

AutoSharing Option
32 წლის პოლონელი მცველი მაციეი რიბუსი თავისუფალი აგენტის სტატუსით მოსკოვის "ლოკომოტივიდან" მოსკოვის "სპარტაკში" გადავიდა.

ამ ფაქტს პოლონეთში დიდი განხილვა მოჰყვა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მარკინ პჟიდაჩმა, განაცხადა, რომ ის ეროვნულ ნაკრებში აღარ უნდა გამოიძახონ.

პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა პაველ სოლოხმა კი თქვა, რომ ძალიან დიდი დაფიქრებაა საჭირო, ღირს თუ არა კიდევ, რომ რიბუსს ეროვნულ ნაკრებში უხმონ.

ყველაფერ ამის შემდეგ Match tv-მ კატარის "ალ-აჰლიში" მოთამაშე რუსი ფრენბურთელი ალექსეი სპირიდონოვი ჩაწერა, რომელმაც პოლონელების მიმართ ცუდი სიტყვები არ დაიშურა:

"მთელი პოლონელი
ერი ნაძირალაა. არც კი მინდა მათზე ყურადღების მიქცევა. ხუთი ათასზე მეტი პოლონელი მყავს დაბლოკილი სოციალურ ქსელებში. ისინი ნამდვილი ნაცისტები არიან. არა მგონია, რომ რიბუსს პრობლემები შეექმნას "სპარტაკში" გადასვლის შემდეგ".

ამის შემდეგ Gazeta.ru-სთან ინტერვიუში სპირიდონოვმა თქვა, რომ არ აპირებს თავის სიტყვებზე უარის თქმას:

"მე მძულს პოლონელი ხალხი. ზუსტად ისევე, როგორც პოლონელებს სძულთ რუსეთი. მე ვიცნობ კარგ პოლონელებს, მაგრამ ისინი ცოტანი არიან. მაგრამ უმეტესწილად ისინი ნაძირლები არიან. ჩემს სიტყვებს უკან არასოდეს წავიღებ. პოლონელები საზიზღარი ხალხია."

აქვე გეტყვით, რომ მაციეი რიბუსი "ლოკომოტივში" 2017-22 წლებში თამაშობდა. 2018 წლის 17 მარტს რიბუსი დაქორწინდა რუს ქალზე, ლანა ბაიმატოვაზე. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს, რობერტი და ადრიანი.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რუსებს ყველა სძულთ და ყველას რუსები. უკუ რეაქციაა არაფერი გასაკვირი. ომამდეც ასე იყო და ეს მათაც იცოდნენ. გასაკვირი ეს უაზრო გამოქომაგებაა. პოლონელს გამოექომაგა, პლონელებისაგან იცავს თავის უტვინო ჭკუით?
G.LA
11:24 14-06-2022
1
და ეს პრიმატული რუსული "პირდაპირობა" მთელ მსოფლიოში გაუვა გონია. რუსებს მთელი მსოფლიო ეზიზღებათ თავიანთი თავების გარდა და ზუსტად ეგრე მთელ მსოფლიოს უნდა ეზიზღებოდეთ. უსამართლობაა გერმანელები უნდა იყვნენ კონტროლის ქვეშ ჯარი შეზღუდული უნდა ქონდეთ და ესენი რუსები გაჯეჯილებული უნდა იყვნენ ყველაფრის უფლება უნდა ქონდეთ როცა ესენი ბევრად უარესები არიან. ამათ ჯარი კი არა სპორტიც არ უნდა ქონდეთ უნდა გააუუქმო საერთოდ და გაუუქმეს კიდეც.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული