"პუტინს დავუჩოქებდი, რომ ეს საშინელება შეეწყვიტა" - რუსეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი ჰყვება, როგორ დაბლოკა რუსულმა მედიამ

AutoSharing Option
რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და კაპიტანმა იგორ დენისოვმა ნობელ არუსტამიანს ვრცელი ინტერვიუ მისცა. დენისოვმა განაცხადა, რომ მზად იყო პუტინისთვის დაეჩოქა, რათა მას ომი შეეწყვიტა. გთავაზობთ ინტერვიუდან რამდენიმე ნაწყვეტს.

"25 თებერვალს შოკში ჩავვარდი. ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ვარ, ბუზის მოკვლა არ შემიძლია. ჩემთვის ეს კატასტროფაა, სრული საშინელებაა. არ ვიცი, ამ სიტყვების გამო იქნებ ციხეში ჩამსვან ან მომკლან, მაგრამ ვამბობ იმას, რასაც ვგრძნობ.

ჩემი წარმოდგენა ყველაფრის შესახებ შეიცვალა. ოთხი დღე სამი საათი მეძინა. ვერავის შეეძლო ჩემთვის რაიმეს ახსნა. შეიძლება იმიტომ, რომ კ
არგად არ ვკითხულობ, შეიძლება ბევრი რამ არ ვიცი ისტორიაში.

ვერ გავიგე, როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება, საზღვარგარეთ წავსულიყავი თუ დავრჩენილიყავი. 1 კვირა ვიფიქრე და გადავწყვიტე, დავრჩენილიყავი, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა.

საზღვარგარეთ ცხოვრებას ვერ ვახერხებ. მე რუსული ეზოს ბიჭი ვარ. მე არ მჭირდება ესპანეთი და ინგლისი. მე მინდა, რომ აქ ლამაზად და მშვიდად ვიცხოვრო.

ესპანეთში სახლის გაყიდვა გადავწყვიტე, სადაც 2,5 წელია არ ვყოფილვარ, რადგან კოვიდის გამო შეზღუდვები იყო. ახლა ვიზაზე მივმართეთ, მაგრამ ცოლ-შვილს არ აძლევენ.

აქ უფრო კომფორტულად ვარ. ევროპაში ვერ ვიცხოვრებ. მირჩევნია, რუსეთში ტყეში ვიცხოვრო, ვიდრე ესპანეთის ვილაში.

პუტინისადმი მიმართვა დავწერე, მისი გამოქვეყნება გვინდოდა, მაგრამ ყველა მედიასაშუალებამ უარი გვითხრა.

მიმართვაში ვამბობდი, რომ მზად ვიყავი პუტინის წინაშე დამეჩოქა, რათა მას ეს ყველაფერი შეეჩერებინა... მე, ამაყი ბიჭი, ამის გასაკეთებლად მზად ვიყავი! ეს მე-4 თუ მე-5 დღეს ხდებოდა. რა არის ერთი ადამიანის ცხოვრება, მაგალითად, ვიღაც დენისოვის?! - აღარ იყო არანაირი სიამაყე, რადგან უკვე ვიცოდი, სად შეიძლებოდა წასულიყო ეს ყველაფერი, თუმცა მიმართვა არავინ გამოაქვეყნა."
მკითხველის კომენტარები / 7 /
კარგი ბიᲭი ყოფილა,რუსეᲗი ოკუპანტია და ყველა რუსი გულის სიᲦრმეᲨი იმპერიალისტი,ამ სიტყვებიᲗ 90 იანებᲨი ტელევიზიიᲗ მოგვმარᲗა Თბილისელმა პროფესორმა სერებრიაკოვმა,სუფᲗაᲗ საუბრობდა ქარᲗულად რაᲗა ᲨეგვეᲩერებინა ᲫმაᲗამკვლელი ომი ᲗბილისᲨი,ქარᲗულად გამოდიოდა სიტყვიᲗ ტელევიზიიᲗ და ბოლოს რუსულად Თქვა კაᲟდი რუსკი ვდუᲨე იმპერიალისტ,რუსეᲗის წისქვილზე ვასხამᲗ წყალსო ამას გვიხსნიდა,მაგრამ რა Თქმა უნდა არ დავუჯერᲔᲗ საერᲗოდ არავის,მᲗლად ისეც არ არის,რომ რუსეᲗᲨი ყველა ერᲗნაირი იყოს აგვისტოს ომის დროს გვახსოვს რუსების პროტესტის გამოხატვა მაისურზებზე წარწერიᲗ ია გრუზინ მე ქარᲗველი ვარ,აი ბატონო დენისოვიც კარგი კაცი ყოფილა ყოᲩაᲦ.მაგრამ რუსეᲗი ოკუპანტია და პუტინი ტერორისტი,პუტინ ხუილოოოოოოოოოოო!!!!!!!!!!!
გოᲩა
09:26 24-10-2023
0
ნახევარი ევროპის დაჩოქება არ შველის და შენი დაჩოქება შეცვლის რამეს?
კ ო მ ბ ლ ე
18:51 16-06-2022
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული