"ჰოლანდს "რეალში" სათადარიგოთა სკამზე მოუწევდა ჯდომა" - ფლორენტინო პერესი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ესპანურ გამოცემა El Chiringuito-სთან ერლინ ჰოლანის ტრანსფერზე ისაუბრა.

პერესის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კლუბი ნორვეგიელს შეიძენდა, მას სათადარიგო სკამზე მოუწევდა ჯდომა.

"ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდი გვყავს. შესაძლოა, ერთ დღეს ქარიმის შემცვლელი დაგვჭირდეს, თუმცა ბენზემა სათადარიგო მოთამაშე არასოდეს გახდება".

შეგახსენებთ, მადრიდელებმა სულ ცოტა ხნის წინ აურელინ ჩუამენის ტრანსფერი დაადასტურეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო, კიბე მიიდგა და მაინც ვერ შეწვდაო :)))
გურჯი
15:58 16-06-2022
10

სიახლეები პოპულარული