ჩილავერტი პარაგვაის პრეზიდენტის პოსტზე იყრის კენჭს

AutoSharing Option
ლეგენდარული მეკარე ხოსე ლუის ჩილავერტი პარაგვაის პრეზიდენტის პოსტზე იყრის კენჭს.

56 წლის ჩილავერტს ახალგაზრდული პარტია უჭერს მხარს - მისი პროგრამა ეკონომიკის სრულ გარდაქმნაზე, განათლების სფეროს მასშტაბულ რეფორმაზე და ადამიანის უფლებათა დაცვაზეა დამყარებული.

ჩილავერტი "სპორტივ ლუკენიოს", "გუარანის", "სან-ლორენსოს", "სარაგოსას", "ველეს სარსფილდის", "სტრასბურგისა" და "პანიაროლის" ღირსებას იცავდა, ცნობილია მეტოქის კარში გატანილი 62 გოლით, რაც ბრაზილიელი როჟერიო სენის შემდეგ ფეხბურთის ისტორიაში მეორე შედეგია.

გასულ თვეში მას ერთი წლით პირობითი პატიმრობა იმის გამო მიუსაჯეს, რომ კონმებოლის პრეზიდენტ ალეხანდრო დომინგესს კორუმპირებული უწოდა, რაც ვერ დაუმტკიცა.

ჯერჯერობით მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა შეძლო გამხდარიყო ქვეყნის პრეზიდენტი - ჯორჯ ვეა ლიბერიაში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული