"მბაპეს ნაკრებში თამაში აღარ სურდა..." - საფრანგეთის ფეხუბურთის ფედერაციის პრეზიდენტი

AutoSharing Option
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, კილიან მბაპეს ნაკრების დატოვება სურდა.

"ჩვენ ევრო 2020-ის შემდეგ ვისაუბრეთ, კილიანი გაღიზიანებული იყო, რადგან გაფუჭებული პენალტის გამო მასზე სოციალურ ქსელში დიდი ზეწოლა მოდიოდა, ფეხბურთელი კი წარმომადგენლობით ორგანოს უმოქმედობაში ადანაშაულებდა.

მბაპე გაბრაზებული იყო და "მამლების" შემადგენლობაში თამაში აღარ სურდა, თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოგვიანებით მოგვარდა, ფრანგ ფეხბურთელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და ლოგიკურია მისი რეაქცია.

ის დიდებული სპორტსმენია და იმაზე მეტადაა გუნდური მოთამაშე ვიდრე ჩვენ გვგონია" - განუცხადა ნოელ ლე გრეტმა (ფედერაციის პრეზიდენტი) JDD-ს.

შეგახსენებთ, ევრო
2020-ზე საფრანგეთისა და შვეიცარიის მატჩი პენალტების სერიამდე მივიდა, გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი კილიანმა გააფუჭა და მსოფლიოს მოქმედი გამარჯვებულები ევროპირველობიდან ნაადრევად გამოეთიშნენ.

მომზადებულია sports-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული