ნეიმარმა ეროვნულ ნაკრებში მემკვიდრე დაასახელა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა როდრიგომ განაცხადა, რომ ნეიმარმა ის ეროვნულ ნაკრებში თავის მემკვიდრედ დაასახელა.

"ნეიმარმა მითხრა, რომ როდესაც "სელესაოს" დატოვებდა, 10-ნომრიანი მაისურით მე ვიასპარეზებდი. ამას არ მოველოდი. ვუპასუხე, რომ ჯერ დრო მჭირდებოდა და წასვლა არ უნდა ეჩქარა, რაზედაც გაიცინა", - განაცხადა "ბლანკოსის" შემტევმა.

შეგახსენებთ, "პარი სენ ჟერმენის" ვარსკვლავი კატარის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერის დასრულებას გეგმავს. "სელესაოს" მსოფლიო პირველობაზე ჯგუფში სერბეთი, შვეიცარია და კამერუნი ეყოლება. ტურნირი 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 6 /
ვეთანხმები გიორგის..ნეიმასრს მესის და რონალდუს დონეზე უნდა ეთამაშა...ბარსაში რომ დარჩენილიყო..ასაკის უპირატესობა უნდა გამოეყენებინა..სუკ მცირე თითო ოქეოს ბურთს აწაპნიდა ამ 2 გენიოსს.მაგრამ ტიპიური ბრაზილიელია..
კიეზა
13:29 20-06-2022
0
ნეიმარი არი ერთ ერთი ძლიერი თეხბურთელი მსოფლიოში
აკაკი
11:33 20-06-2022
8

სიახლეები პოპულარული