კარლოს ტევესმა მწვრთნელობა დაიწყო - მან პირველი გუნდი სამშობლოში ჩაიბარა

AutoSharing Option
კარლოს ტევესმა სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. არგენტინელი გუშინ სამშობლოში "როსარიო ცენტრალის" დამრიგებლად წარადგინეს და 1-წლიანი ხელშეკრულებაც გაუფორმეს.

38 წლის ტევესს სამწვრთნელო კურსები არ აქვს გავლილი. ამიტომ ოქმებში ის მენეჯერად არ იქნება მოხსენიებული.

კარლიტომ კარიერა 2021 წელს "ბოკა ხუნიორსში" დაასრულა. წარსულში მას ისეთი დიდი გუნდების ფორმა მოურგია, როგორებიც "სიტი", მანჩესტერ "იუნაიტედი" და "იუვენტუსია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული