ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რიშარლისონ ბარბოზამ აღიარა, რომ ბისექსუალია.
"მთელი ცხოვრება მეკითხებოდნენ, ვარ თუ არა გეი. ურთიერთობა მამაკაცთანაც მქონდა და ქალთანაც. დღევანდელი გამონათქვამის შემდეგ დაწერენ: "რიშარლისონი ბისექსუალია".
მისმინეთ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. მაქვს ჩემი მოთხოვნილებები და სურვილები. ვხვდებოდი მამაკაცს და ვხვდებოდი ქალს და მერე რა?
სამწუხაროდ, სამყარო ჯერ ასეთი რამეების განსახილველად მზად არაა, ბევრი ადამიანი, ვინც ამტკიცებს, რომ ჩემი განცხადება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, გადავწყვიტე ვაღიარო: ბისექსუალი ვარ. თუ სრულ სურათს ეს აკლდა - კი ბატონო.
ახლა კი მინდა დავინახო, მართლა გახდება
თუ არა სიტუაცია უკეთესი", - ციტირებს 39 წლის რიშარლისონს Nos Armarios dos Vestiarios-ი.