"როდესაც ვთამაშობ, ჩემს სამშობლოში ყველა ისვენებს" - სადიო მანე

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ახალწვეულმა სადიო მანემ სამშობლოში მისი პოპულარობის შესახებ ისაუბრა.

"როდესაც ვთამაშობ, სენეგალში არავინ მუშაობს, ეს დღე შვებულებასავითაა, ტელევიზორში ყველა ჩემს თამაშს უყურებს. სიტუაცია არც ახლა შეიცვლება, როდესაც მოედანზე "ბაიერნის" ფორმით გავალ მთელი ქვეყანა მიგულშემატკივრებს" - განაცხადა მანემ

შეგახსენებთ შემტევი "რეკორდმაისტერმა" რამდენიმე დღის წინ "ლივერპულიდან" 32 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა. მანეს სქაუზერთა რიგებში 259 მატჩში 120 გოლი და 48 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
მანე არის თავმდაბალი და გულუხვი ბიჭი.იგი მუდმივად ეხმარება თავის სოფელს.ძალიან ბევრი რამ გაუკეთა მათ და ამიტომ უყვართ და არა იმისათვის რომ სოფლელი ბიჭია და ბევრს მიაღწია.თავისი შემოსავლის ნახევარს სოფელს ახარჯავს.
status quo
18:26 25-06-2022
1
მისი ბიოგრაფია ვინც იცის, შეუძლებელია არ დააფასო და პატივი არ სცე მანეს. კაცი სენეგალის სოფელში დაიბადა და რამდენს მიაღწია. ის არაა ემიგრანტი რომლებმაც კარგ და განვითარებული ქვეყნების საფეხბურთო სკოლებში დაიწყეს კარიერა და არ კარგავენ თავიანთ ფესვებს და გამოდიან თავიანთ აფრიკულ ნაკრებებში. ის დაიბადა სენეგალის სოფელში და რა გზა განვლო და რას მიაღწია, შედეგები სახეზეა, ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი. იქ უყვართ ფეხბურთი და არ მიკვირს რო მთელი ერი მოუთმენლად ელის მის თამაშს, მან ეს შეძლო და მოახდინა სასწაული სენეგალელმა ბიჭმა და მისცა მაგალითი მსოფლიოს ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ისეთებს რომლებიც უკიდურეს გაჭირვებაში იზრდებიან. ამიტომაც ელოდება მთელი ერი მის თამაშებს და ზეიმობს და ამაყობს მისით რომელმაც მოახდინა სასწაული, რომელიც დაიწყო სენეგალის სოფლიდან!
ირაკლი
17:26 25-06-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული