ცნობილი ხდება, რამდენი იქნება ქეცბაიას ანაზღაურება კვიპროსის ნაკრებში - ქართველს 2-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ

AutoSharing Option
protathlima.cyprustimes.com-ის ინფორმაციით, დღეს კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკდომის სხდომა გაიმართება, სადაც თემურ ქეცბაიას კვიპროსის ნაკრების მწვრთნელად დანიშნავენ.

ქართველს 2-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ, მაგრამ მასში ჩადებული იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ ის ნაკრებიდან ან კლუბიდან უკეთეს წინადადებას მიიღებს, სამუშაოს შეცვლა შეეძლება.

ქეცბაიას სამწვრთნელო შტაბში იქნება კვლავ სოსო ჭედია. ჩვენებურის ანაზღაურება კი წელიწადში 200 000 ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ თემური ბოლოს "ანორთოსისში" მუშაობდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დატოვა.
მკითხველის კომენტარები / 19 /
საქართველოში რამდენს იღებდა იცით?
ზურა
29 ივნისი 2022 12:40
10
1 500 000 ლარს იღებდა თავის თანაშემწეებიანად. 200 000 ევროს, თუ ლარებში გადავიყვანთ და დავამატებთ თანაშემწეების ხელფას იგივე თანხა გამოდის. გასათვალისწინებელია ისიც , რომ კონტრაქტი კვიპროსში უფრო სახარბიელო აქვს, ვიდრე საქართველოში ჰქონდა( ანუ კარგი ვარიანტის შემთხვევაში შეუძლია წასვლა).
დიმო
29 ივნისი 2022 14:43
0
სავარაუდოდ რამდენიმე მილიონი. ყოველ შრმთხვევაში ასეთი მოსაზრება იყო.ფედერაციამ ხელფასის ოდენობა არ გაასაჯაროვა
SS
29 ივნისი 2022 12:59
4
ხო ტქვენ გეტყვიან რამდენი ექნება კლუბსი ტვესი 50ატასი ქონდა ან ტქვენ რას იტვლიტ სხვის ფულს ..............
kaka
29 ივნისი 2022 20:51
0
წელიწადში თუ თვეში ?
zura222
29 ივნისი 2022 15:12
2
თვეში 200 ათასი წელიწადში 2,4 მლნ ევროა. ეგ ტოპ ლიგებში აქვთ კარგ მწვრთნელებს.
წელიწადში
29 ივნისი 2022 16:05
4
მართლა სირცხვილია,რას უთვლით ფულს.
თერჯოლელი
05 აგვისტო 2022 19:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული