რუსებისა და სერბების ძმობისა და მეგობრობის მტკიცება სოჭში - როგორ ჩაიარა "ზენიტისა" და "ცრვენა ზვეზდას" მატჩმა

AutoSharing Option
"ზენიტმა" და "ცრვენა ზვეზდამ" გუშინ სოჭში ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს, სადაც რუსებმა და სერბებმა ერთმანეთის მიმართ სიყვარული კვლავ ღიად დააფიქსირეს.

სანქტპეტერბურგელთა გულშემატკივარმა ტრიბუნაზე ბანერი გამოფინა, რომელზეც ეწერა:

"რუსები და სერბები სამუდამოდ ძმები არიან". 

რუსებს სიყვარულის მტკიცებაში არც სერბები ჩამორჩნენ და "ცრვენა ზვეზდას" გენერალურმა დირექტორმა ზვეზდან ტერზიჩმა შემდეგი თქვა:

"მიხარია რუსეთში ყოფნა, ეს ჩვენი მოძმე ქვეყანაა. რუსეთი ჩვენი უფროსი ძმაა. მოხარული ვართ, რომ აქ ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით.

ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნების გულშემატკივრების სიამოვნებისთვისაა. "ზენიტი" და "ცრვენა ზვეზდა" ორი დიდი გუნდია და ისინი
თავიანთი ქვეყნის ჩემპიონები არიან.

გვინდა ჩვენი თანამშრომლობა ახალ დონეზე ავიყვანოთ. ეჭვიც არ მეპარება, რომ ამას შევძლებთ", - თქვა ტერზიჩმა. 

აქვე გეტყვით, რომ მატჩი "ზენიტის" გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.


მკითხველის კომენტარები / 34 /
გადეებით ერთმანეთს!!
მიშკო
11:19 04-07-2022
17
ცვენა უნდა მოხსნან ევროთასებიდან ვნახოთ მერე მაგათი ლოვ სთორი
იმერელი
11:37 04-07-2022
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული