ჯემალ რევაზიჩი ვერ ისვენებს - დონეცკში ჩავიდა და კვაზი სახელმწიფოების ჩემპიონატის ჩატარება მოითხოვა

AutoSharing Option
ოკუპირებული ყირიმის ფეხბურთის აკადემიის საიტი იტყობინება, რომ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ჯემალ გუბაზი რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში დონეცკში ჩავიდა და არა მარტო ჩავიდა, არამედ რაღაც კვაზი წარმონაქმნი სახელმწიფოების ჩემპიონატის ჩატარების იდეაც კი წამოაყენა.

ამხანაგ ჯემალ რევაზიჩის აზრით, "თანამეგობრობის" ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება ყირიმის, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ხერსონის, ზაპოროჟიეს და სხვა რეგიონების გუნდებს შეუძლიათ.

ფორმატის არჩევისას გუბაზმა განაცხადა, რომ ტურნირი რუსეთის სტუდენტური ლიგის მსგავსად უნდა გაიმართოს, სადაც მონაწილენი ერთ ქალაქში იკრიბებიან და თამაშობენ. იდეას
მხარი დონეცკელებმა და ლუგანსკელებმა დაუჭირეს.

თუმცა მათ ოცნებას ცივი წყალი გადაასხა რუსეთის ფეხბურთის კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა, რომელმაც თქვა, რომ ამ შეჯიბრების დონე გაურკვეველი იქნება, დაფინანსება შეუძლებელი, თან ამ რეგიონთა უმეტესობაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, იდეა კარგია, მაგრამ პროპაგანდისტული ხასიათისაა და თუ რუსულმა გუნდებმა მასში მონაწილეობა მიიღეს, ფიფადან და უეფადან საერთოდ გარიცხავენ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამ "შუაკაცს" რა შეშინებული სიფათი აქვს? არ უნდოდა ამ სურათის გადაღება და მაინც არ მოასვენეს!
გიორგი
19 ივლისი 2022 08:06
0
ვაა კოლოსკოვი გონს მოსულა ცოტათი.ისე ვაი თქვენ პატრონს თქვე საცოდავებო.ჯერ თქვენ სუყველაფერთან გაისეირნონ უკრაინელმა პატრიოტებმა თქვე დასირიქებულებო,გაქანებული ომი მიდის და დონეცკ ლუგანსკს ფეხბურთის გაურკვეველ ჩემპიონატს სთავაზობთ.ხო ხართ ღირსები რუსკი კარაბლის გზაზე გაგზავნის?არ გასვენებთ მამა გამჩენი.ჩაყვებით რუსეთს საფლავში მალე
გულშემატკივარი
18 ივლისი 2022 22:35
1
კოლოსკოვი ყოველთვის აზრზე იყო და ამიტომაც ფიფაც და უეფაც, მუდამ პატივს სცემდა. მათვის ყოვეთვის ავტორიტეტი იყო. ძმაკაცობდა ქართველებთან და მუდამ გვერდში ედგა ქართულ გუნდებს. განსაკუთრებით ახლობლობდა იმედო დუნდუას(ლანჩხუთის "გურია")
ავაზა
18 ივლისი 2022 23:38
10
ვაი თქვე ჩიტებო:))) ერთი სი.ი მეორეს ესტურა:)
პაატა
18 ივლისი 2022 22:22
1
ვაი თქვენს პატრონს..
ირაკლი
18 ივლისი 2022 20:48
1
აფსუების გუბოზი)))))))))))))))))0
llcl
18 ივლისი 2022 20:47
7
ვააა გუბაზა სააკიანმა აფხაზეთის "სპორტის კომიტეტის თავმჯდომარედ" დანიშნა ? D სხვა უფრო ფულიანი ადგილი ვერ გაიმეტა ? რაც გუბაზა იხევა მაგისთვის DD
zura222
18 ივლისი 2022 20:23
16
თუ გსურთ რამე სასაცილო დაწეროთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ იუმორს არ უხდება ბოღმა.
დავითი
19 ივლისი 2022 12:10
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული