დე-ფაქტო აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია ამისულაშვილისა და გრიგალავას ყოფილმა თანაგუნდელმა ჩაიბარა

AutoSharing Option
რუსული "კრასნოდარის" ყოფილი ნახევარმცველი რუსლან აჯინჯალი, რომელმაც წელს, ივნისში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა, დე-ფაქტო აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. სოხუმში დღეს, 15 ოქტომბერს გამართულ რიგგარეშე საარჩევნო ყრილობაზე აჯინჯალს ხმა 50-ივე დელეგატმა მისცა.

ფედერაციის წინა პრეზიდენტი ჯემალ გუბაზი თავიდან არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა, თუმცა სექტემბრის ბოლოს გადაიფიქრა და ვადამდე დატოვა თანამდებობა. შედეგად, 41 წლის აჯინჯალი ერთადერთი კანდიდატი იყო.

ცნობისთვის, რუსლან აჯინჯალი ერთი ხანობა "კრილია სოვეტოვში" ალეკო ამისულაშვილისა და გია გრიგალავას თანაგუნდელი იყო.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ანინჯალი მაგარი კაცია,ბევრ ქართველთან მეგობრობს!წარმატებები მას!ძალიან უყვარს ქართველები და სულით ქართველია!
Gvgv
15:40 16-10-2015
0

სიახლეები პოპულარული