ჯემალ რევაზიჩმა მოსკოვში მოლაპარაკება გამართა - აფხაზეთის გუნდი რუსეთის ჩემპიონატში?

AutoSharing Option
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ჯემალ გუბაზი (სურათზე მარცხნივ), რომელიც ადრე ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი იყო, მოსკოვში რუსეთის ფედერაციის სპორტის მინისტრის მოადგილეს, ოდეს ბაისულტანოვს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სპორტის სამინისტრო თავისი საიტით ავრცელებს.

ჯემალ რევაზის ძემ და ბაისულტანოვმა ფეხბურთში სოჭსა და აფხაზეთს შორის ფეხბურთში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს, აგრეთვე, მომავალ სეზონში რუსეთის ჩემპიონატში აფხაზური კლუბის ჩართვის შესაძლებლობაც არ გამორიცხეს.

შეხვედრის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, აღნიშნული საკითხების ერთობლივად გადაჭრაზე გაგრძელდეს მუშაობა. მხარეები
სპორტში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
ამჟამად საერთაშორისო სარბიელიდან მოკვეთილი რუსული ფეხბურთის რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს და შეიძლება აფხაზეთის გუნდმა რუსეთის რანგით მესამე ლიგაში დაიწყოს თამაში.

გუნდს ბაზა სოჭში ექნება, მატჩებს კი სოხუმში ჩაატარებს. კლუბის სახელწოდება ჯერ უცნობია.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მე უკეთეს იდეას ვთავაზობ. მოაწყონ ჩემპიონთა თასის ტურნირი, რუსეთი ბელორუსი, ცხინვალი, აფსნი(ჩაფსნი). გამარჯვებულს ფალოსის მოვერხლილი თასი გადაეცეს.
ჰაჰა
11:19 06-05-2022
1
სირიიდან და ნაურუდანაც დაიმატონ გუნდები და ,,საინტერესო'' და მაღალი დონის ჩემპიონატი გამოუვათ
ქომაგი
10:39 06-05-2022
2

სიახლეები პოპულარული