ნახეთ მემფის დეპაის საოცარი გოლი? - "ბარსელონამ" მაიამის "ინტერი" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კატალონიის "ბარსელონა" ახალი სეზონისთვის ემზადება. "ბლაუგრანამ" ამერიკაში მორიგი შეხვედრა მაიამის "ინტერის"  წინააღმდეგ ჩაატარა.

შეხვედრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, "ბარსამ" მეტოქეს ექვსი უპასუხო ბურთი გაუტანა და გოლები ერთიმეორეზე სანახაობრივი გამოდგა.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებიდან გოლები პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, ახალწვეულმა რაფინიამ, მემფის დეპაიმ, ანსუ ფატიმ, გავიმ და უსმან დემბელემ გაიტანეს.

ამერიკულ პუბლიკას ულამაზესი მომენტი მემფის დეპაიმ აჩუქა. ჰოლანდიელმა მეტოქე ოსტატურად ჩამოიშორა და ბურთი კარის ჩარჩოში მოათავსა.

შეგახსენებთ, "ბარსა" მორიგ ამხანაგურ მატჩს 24 ივლისს, ლას-ვეგასში, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნეტა ეს დეპაი, ლეო მესივით არ აღნიშნავდეს, გატანილ გოლს? რაც შენი არ არის, ნუ ებაძებით! ასეთი აღნიშვნა, მარტო ლეოს უხდება!
გია
12:10 20-07-2022
4
Dembeles goli jobda
იოსებ
12:16 20-07-2022
0

სიახლეები პოპულარული