შეხვედრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, "ბარსამ" მეტოქეს ექვსი უპასუხო ბურთი გაუტანა და გოლები ერთიმეორეზე სანახაობრივი გამოდგა.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებიდან გოლები პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, ახალწვეულმა რაფინიამ, მემფის დეპაიმ, ანსუ ფატიმ, გავიმ და უსმან დემბელემ გაიტანეს.
ამერიკულ პუბლიკას ულამაზესი მომენტი მემფის დეპაიმ აჩუქა. ჰოლანდიელმა მეტოქე ოსტატურად ჩამოიშორა და ბურთი კარის ჩარჩოში მოათავსა.
შეგახსენებთ, "ბარსა" მორიგ ამხანაგურ მატჩს 24 ივლისს, ლას-ვეგასში, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გამართავს.