"შემიძლია ამაზე ფსონს ჩამოვიდე" - არშავინის აზრით, რუსები ევროტურნირებზე კიდევ დიდხანს ვერ დაბრუნდებიან

AutoSharing Option
"ზენიტის" გენერალური დირექტორის მოადგილე სპორტის განვითარების საკითხებში, ანდრეი არშავინი, თვლის, რომ რუსული კლუბები ევროსარბიელზე მინიმუმ 2025 წლამდე ვერ დაბრუნდებიან.

"ვდებ ფსონს, რომ რუსული კლუბების ევროტურნირებზე დაბრუნების ყველაზე ადრეული ვარიანტი 2025 წელია.

ჩემი აზრით, ევროპაში დაბრუნების შემდეგ გუნდებს შუალედური შედეგები ექნებათ... თუ ფინანსურად საქმეები კარგად წავა, შედეგებიც უფრო გაიზრდება, თუმცა იმას არ დავუშვებთ, რომ სრული წარუმატებლობა გვქონდეს.

ღირს თუ არა ლეგიონერების შენარჩუნება ევროპული ტურნირების გარეშე? - ჩემი აზრით, ყველა უნდა გავუშვათ და საკუთარ თავზე დავდოთ ფსონი", - ამბობს არშავინი.


მკითხველის კომენტარები / 3 /
ხოდა მოაწტყვეთ სიდა ბურთაობაა.
არა რუსეთს
16:35 21-07-2022
0
კოჟანნი მიაჩს მიაწექიტ
კახა ქ.
06:17 22-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული