რობერტ ლევანდოვსკის დებიუტი, სავარაუდოდ, "ელ კლასიკოში" შედგება

AutoSharing Option
"ბარსელონა" წინასასეზონო შეკრებას ლას-ვეგასში გადის. კატალონიური კლუბი შაბათს მადრიდის "რეალს" უპირისპირდება. მოსალოდნელია, რომ მატჩში მონაწილეობას მიიღებს გუნდის ახალწვეული რობერტ ლევანდოვსკი.

შეხვედრა ლას-ვეგასის არენაზე ჩატარდება, რომელიც 65 000 ადამიანს იტევს. როგორც ჩანს, ამერიკული პუბლიკის ინტერესი დიდია, რადგან ყველა ბილეთი გაყიდულია.

კლუბს შეუერთდა ჩავიც. ესპანელ დამრიგებელს ვიზასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა და მაიამის "ინტერთან" გუნდს მისი ასისტენტი ოსკარ ერნანდესი გაუძღვა.

შეგახსენებთ, უკანასკნელი მატჩი "რეალსა" და "ბარსელონას" შორის სტუმართა გამარჯვებით, 4:0 დასრულდა. 

მომზადებულია Marca-ს მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 1 /
რეალი, რომ მოგიგრიხავს კისერს, მერე აწიე, ეგ ცერა თითები
შალო.
14:58 22-07-2022
3

სიახლეები პოპულარული