დღეს, 27 ივლისის გამთენიისას, "ბარსელონამ" მორიგი ამხანაგური შეხვედრა "იუვენტუსთან" გამართა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
ანგარიში უსმან დემბელემ 34-ე წუთზე გახსნა. 39-ე წუთზე მოისე კინმა წონასწორობა აღადგინა, ზუსტად 1 წუთში, მე-40 წუთზე კი, იმავე დემბელემ პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. უნდა ითქვას, რომ ფრანგმა შემტევმა ულამაზესი გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმის დებიუტშივე, 52-ე წუთზე, "ბიანკონერის" მხრიდან მოისე კინმა წონასწორობა კიდევ ერთხელ აღადგინა, დარჩენილ დროში კი მეტი გოლი აღარ გასულა.
"ბლაუგრანა" მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 31 ივლისს, ნიუ-იორკის "რედ ბულის" წინააღმდეგ გამართავს. თავის მხრივ, "ბებერი ქალბატონი" იმავე რიცხვში მადრიდის "რეალს" შეხვდება.