პრეზენტაციის თარიღი ცნობილია - ლევანდოვსკის დეპაის ნომერს აძლევენ?

AutoSharing Option
ესპანური პრესის ინფორმაციით, "ბარსელონა" რობერტ ლევანდოვსკის ოფიციალურ პრეზენტაციას 5 აგვისტოს აპირებს, რომელიც "ნოუ კამპზე" საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ გაიმართება.

ამჟამად პოლონელი "ბლაუგრანაში" მე-12 ნომერს ირგებს, კატალონიურ გუნდს კი მემფის დეპაის გაშვება და ნიდერლანდელის მე-9 ნომრის მიცემა სწორედ ლევანდოვსკისთვის სურს.

33 წლის თავდამსხმელმა "ბლაუგრანას" ორ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა. ის "ბარსელონაში" 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, რასაც 5 მილიონი ბონუსების სახით დაემატება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს სულ ზედმეტი იყო ბარსასთვის.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული