"ბარსელონა" ბერნარდო სილვასთვის იბრძოლებს - 30 ივლისის სატრანსფერო სიახლეები

AutoSharing Option
წარმოგიდგენთ 30 ივლისის სატრანსფერო სიახლეებს

კატალონიის "ბარსელონა" ყველაფერს გააკეთებს, რათა ლიონელ მესი დაიბრუნოს, ამის შესახებ ინფორმაცია ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა. კლუბის ესპანელმა თავკაცმა ხავი ერნანდესმა აღიარა, რომ "ლა პულგა" გუნდში დაბრუნებას იმსახურებს და თავად ხავიც არგენტინელის დაბრუნებას მიესალმება. მესის კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, თუმცა პსჟ-ს ხელშეკრულების კიდევ 1 წლით გახანგრძლივება ავტომატურად შეუძლია. გასულ სეზონში ლეომ ლიგა 1-ში 5 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ლონდონის "ჩელსი" ტიმო ვერნერთან განშორებისთვის ემზადება, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ხელმძღვანელობა მზადაა გერმანელი იჯარით, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით
გაუშვას, მოთამაშის დამატება "ლაიფციგსა" და ტურინის "იუვენტუსს" სურს. ვერნერით დაინტერესებას "ნიუკასლსაც" მიაწერენ, თუმცა ინგლისურ კლუბს ჯერ მოლაპარაკებები არ დაუწყია.

"მანჩესტერ სიტი" ყველაფერს აკეთებს, რათა "ბრაიტონის" განაპირა მცველი მარკ კუკურეია დაიმატოს. ინგლისური The Athletic-ის ინფორმაციით, "ბრაიტონმა" "ქალაქელების" 40 მილიონიანი შეთავაზება იუარა და 60 მილიონ ევროს ითხოვს, თავად 24 წლის მოთამაშემ კლუბს სთხოვა, რომ ტრანსფერი არ გაჭიანურდეს. კუკურეია "ბარსელონას" აღზრდილია, გასულ სეზონში კი "ბრაიტონის" სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

"ბარსელონას" მორიგი სამიზნე, ამჟამად ბერნარდო სილვაა. თავად პორტუგალიელი ტრანსფერს მიესალმება, თუმცა სიტუაციას "მანჩესტერ სიტის" მიერ მოთხოვნილი თანხა ართულებს, "ქალაქელები" თავის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშეს 90 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა, ტრანსფერის ალბათობა გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ ესპანელები ფრენკი დე იონგის გასხვისებას მოახერხებენ, ჰოლანდიელს "მანჩესტერ იუნაიტედი" და მისი ყოფილი დამრიგებელი ერიკ ტენ ჰაგი ეპატიჟება, თუმცა ფრენკის "ბარსელონას" დატოვება არ სურს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით


alt"მილანმა" ბელგიელი ტალანტი შეიძინა - 29 ივლისის სატრანსფერო სიახლეები



 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული